კუჭის კიბოს შემთხვევათა 10% „ოჯახურია“ (მემკვიდრეობითი). ონკოლოგები განმარტავენ, რომ თუ ამ ტიპის კიბოთი ავადობენ პირველი ხარისხის ნათესავები (მშობლები, შვილები, დედმამიშვილები), დაავადების განვითარების რისკი მაღალია, შესაბამისად, რეკომენდებულია გენეტიკური კვლევა.
ტესტირების პასუხის შესაბამისად, ონკოლოგს ეცოდინება არის თუ არა პირი გენის მატარებელი; კვლევის პასუხიდან გამომდინარე მედიკოსი შეაფასებს რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, მიიღებს შესაბამის ზომებს დაავადების პრევენციისთვის.
რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ანალიზით დიაგნოსტირდება ორგანიზმში მემკვიდრული გენის არსებობა, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მომავალში კიბოთი აუცილებლად დაავადდებით. კუჭის კიბოს ოჯახური ანამნეზი ნიშნავს იმას, რომ შთამომავალი რისკ-ჯგუფშია. ანალიზით ონკოლოგი განსაზღვრავს ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორს და გარკვეული მეთოდებით მნიშვნელოვნად შეამცირებს (ან სრულ პრევენციას შეძლებს) კუჭის კიბოს განვითარების რისკს.
გაითვალისწინეთ, კუჭის კიბოთი შეიძლება დაავადდეს ის ადამიანიც, რომელსაც გენეტიკაში ეს დაავადება არ აქვს.
გენეტიკური ტესტირება მოწოდებულია იმისთვის, რომ ონკოლოგმა გამოიკვლიოს ის გენური მუტაცია, რომელმაც შესაძლოა ზოგიერთი მემკვიდრული კიბოს სინდრომის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.
სისხლის ჯგუფი
A ჯგუფის სისხლის მქონე პირებს კუჭის კიბოს განვითარების მაღალი რისკი აქვთ, თუმცა ეს საკითხი გაცილებით მეტ გამოკვლევას საჭიროებს, სათანადოდ შესწავლილი არაა.
სტატისტიკის თანახმად, ათწლეულების განმავლობაში შესწავლილი კლინიკური შემთხვევებიდან გამომდინარე, კუჭის კიბოს ავადობის მაჩვენებელი 20%-ით მაღალია A ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, A ჯგუფი შესაძლოა დაკავშირებული იყოს დიფუზურ კუჭის კიბოსთან.
რა იწვევს კუჭის კიბოს?
კუჭის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი, სამწუხაროდ, უცნობია.
თუმცა ცნობილია, რომ კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც უჯრედის დნმ მუტაციას განიცდის. პათოლოგიური პროცესის დროს, მუტაციის გამო უჯრედი იზრდება და იყოფა, ფუნქციონირებას განაგრძობს მაშინ, როცა ნორმალური, ჯანსაღი უჯრედი იღუპება.
უკონტროლოდ გამრავლებული და დაგროვილი უჯრედების შედეგად კიბო ფორმირდება.
ხშირად კიბო მხოლოდ კონკრეტულ ორგანოს არ აზიანებს და მეტასტაზირებას იწყებს, ანუ იჭრება როგორც ახლომდებარე სტრუქტურებში, ისე ორგანიზმის სხვა და თუნდაც შორეულ არეში.
კუჭის კიბოს განვითარებას ხელს უწყობს რიგი ფაქტორები, მაგალითად:
- არაჯანსაღი კვების რაციონი;
- კუჭის კიბოს ოჯახური ანამნეზი (მემკვიდრული წინასწარგანწყობა);
- ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია;
- ქრონიკული (ხანგრძლივი დროით მიმდინარე) კუჭის ანთება;
- პერნიციოზული ანემია;
- თამბაქოს მოხმარება;
- კუჭის პოლიპები.
ყველა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით და განსაკუთრებით მაშინ, თუ კუჭის კიბოს დიაგნოზი აქვთ პირველი ხარისხის ნათესავებს, ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების ან დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით, რეკომენდებულია ჩაიტაროთ გენეტიკური ტესტირება.
რა სიმპტომებით ვლინდება კუჭის კიბო?
კუჭის კიბო გავრცელებული დაავადებაა - კიბო ლორწოს წარმომქმნელ უჯრედებში ვითარდება და ამ ტიპის კიბოს ადენოკარცინომა ეწოდება.
საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა, სისუსტე;
- ჭამის შემდეგ შებერილობა;
- ადვილად ნაყრდებით მაშინაც კი, როცა მცირე რაოდენობით საკვები მიირთვით;
- ხშირად გაქვთ გულძმარვა;
- უჩივით საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას;
- ვერაფერს უკავშირებთ (უმიზეზო, აუხსნელი) გულისრევას;
- გაწუხებთ ტკივილი კუჭის არეში;
- მუდმივად გაღებინებთ;
- უმიზეზოდ დაიკელით წონა.
რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია?
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაადგინოთ ატარებთ თუ არა კუჭის კიბოს მემკვიდრულ გენს.
ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ყველა პროტოკოლი - გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს - ჩვენი ლაბორატორია მუშაობს ყოველდღე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com