რა მიზნით ტარდება ანალიზი?
კვლევის მიზანია შემოწმდეს სისხლში პარათჰორმონის დონე.
ეს ჰორმონი გამომუშავდება ფარისებრახლო ჯირკვლის მიერ. სისხლში კალციუმის დონე კონტროლდება პარათიროიდული ჰორმონის საშუალებით.
რა ფუნქციას ასრულებს კალციუმი?
კალციუმი წარმოადგენს მინერალს, რომლის დახმარებითაც ძვალი და კბილები ინარჩუნებს ჯანმრთელობასა და სიმკვრივეს. აღნიშნული მინერალი ძალიან სასარგებლოა ნერვის, კუნთებისა და გულის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
თუ სისხლში კალციუმის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ფარისებრახლო ჯირკვალი თავდაცვის მიზნით, წარმოქმნის პარათჰორმონებს - სწორედ პარათიროიდული ჰორმონის დახმარებით კალციუმის დონე მაღლა იწევს. იმ შემთხვევაში თუ კალციუმი ჭარბი დოზითაა წარმოდგენილი, ფარისებრახლო ჯირკვალი პარათჰორმონების გამომუშავებას წყვეტს. ნებისმიერ შემთხვევაში პარათჰორმონის არაადეკვატური დოზა, დისბალანსი (როგორც მცირე, ისე ჭარბი) ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
რატომ ინიშნება კვლევა?
კალციუმის ტესტირებასთან ერთად პარათჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრა მოწოდებულია შემდეგი მდგომარეობების დიაგნოსტირების მიზნით:
- ჰიპერპარათირეოზი;
- ჰიპოპარათირეოზი;
- ხომ არ არის კალციუმის პათოლოგიური მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზი ფარისებრახლო ჯირკვლის პრობლემა;
- თირკმლის დაავადების მონიტორინგი.
სასურველია, ანალიზი ჩაიტაროთ თუ შენიშნეთ კალციუმის სიმცირისთვის ან სიჭარბისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
სისხლში კალციუმის ჭარბ რაოდენობაზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები:
- ძვალი, რომელიც ადვილად ტყდება (მოტეხილობისკენ მიდრეკილება);
- ხშირი შარდვა;
- გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
- გულისრევა და ღებინება;
- დაღლილობა;
- თირკმლის კენჭები.
სისხლში კალციუმის დაქვეითებულ რაოდენობაზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები:
- ჩხვლეტის შეგრძნება თითების არეში;
- კუნთების კრუნჩხვა, სპაზმი;
- არარეგულარული გულისცემა.
რას გთავაზობთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია?
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ პარათჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლში.
ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს.
ჩვენს ლაბორატორიაში ტესტის ღირებულება 75 ლარია.
დაგვიკავშირდით, მოგვმართეთ თბილისში მდებარე ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში.
გაიგეთ სწორი დიაგნოზი - მიიღეთ სანდო და უტყუარი კვლევის პასუხი!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com