რა უნდა იცოდეთ ანტისხეულის ტესტის და Anti-TG-ის კვლევის შესახებ?
თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ცნობილია შემდეგი სახელწოდებებითაც ანტითირეოგლობულინის ანტისხეულის ტესტი და Anti-TG კვლევა.
კვლევის შესახებ
მოგეხსენებათ, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს მეტაბოლიზმის მაკონტროლებელ ჰორმონებს. ფარისებრი ჯირკვლის მიერ წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის ცილა და მათ შორის თირეოგლობულინი.
რა არის თირეოგლობულინი?
თირეოგლობულინი უმნიშვნელოვანესი ცილაა.
ფარისებრი ჯირკვალი აღნიშნულ ცილას იყენებს იმისთვის, რომ სათანადოდ აქტიური იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ადეკვატურად ფუნქციონირებდეს.
როცა ადამიანს ავტოიმუნური დაავადება აქვს, ორგანიზმში ირღვევა თირეოგლობულინის გამომუშავების პროცესი.
ავტოიმუნური დაავადება ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი შეცდომით საკუთარი ანტისხეულებით თავს ესხმის, ანადგურებს ჯანსაღ უჯრედებს. იმ კლინიკურ შემთხვევაში, როდესაც იმუნური სისტემა ვნებს ფარისებრ ჯირკვალს, პირველ რიგში სწორედ თირეოგლობულინი ზიანდება. პათოლოგიური ჯაჭვური რეაქციის საბოლოო შედეგია ანტითირეოგლობულინური ანტისხეულების ჩამოყალიბება.
თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ინიშნება სწორედ იმ მიზნით, რომ შემოწმდეს თუ როგორია სისხლის მიმოქცევის სისტემაში არსებული ანტისხეულების მაჩვენებელი. ანალიზის პასუხის შესაბამისად, თუ დონე მაღალია ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ავტოიმუნური მდგომარეობა აქვს.
რა მიზნით ინიშნება კვლევა?
ანალიზი ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის სიმპტომების გამოვლენისას, მაგალითად, ეს ნიშნებია:
- დაღლილობა;
- უმიზეზოდ წონის კლება;
- კანის სიმშრალე;
- შეკრულობა.
თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა შესაძლოა საჭირო გახდეს იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც დიაგნოსტირებულია ჩიყვი ან ავტოიმუნური დარღვევა (მაგალითად, გრეივსის დაავადება, მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი, ნეონატალური ჰიპოთირეოზი ან ჰაშიმოტოს თირეოიდიტი).
ტესტი შესაძლოა დაინიშნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მონიტორინგის მიზნითაც.
რას გთავაზობთ ჩვენი ლაბორატორია?
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრას სისხლში.
ჩვენს ლაბორატორიაში აღნიშნული კვლევის ღირებულება 35 ლარია.
ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com