გადაამოწმეთ სიმპტომები და გაიგეთ ხომ არ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული დისბალანსი?

გადაამოწმეთ სიმპტომები და გაიგეთ ხომ არ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული დისბალანსი?

რა არის თიროქსინი?

თიროქსინი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ეს ჰორმონი განაპირობებს რიგი შინაგანი და გარეგანი ორგანოების ფუნქციონირებას.

იგი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, პასუხისმგებელია სხვადასხვა სისტემის და მათ შორის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებაზე.

რატომ არის საჭირო თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა?

თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა შეგვიძლია ჩავთვალოთ საიმედო დიაგნოსტიკურ პარამეტრად ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დარღვევის დიაგნოსტირებაში.

თავისუფალი თიროქსინი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული ფუნქციის პირდაპირი მარკერია.

გაითვალისწინეთ, რომ თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა ასევე ცნობილია FT4 ტესტის სახელწოდებითაც.

FT4 ანალიზი მოწოდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად, სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისთვის.

რისკ-ჯგუფები

ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები განსაკუთრებით ხშირია 40 წლამდე ასაკის ქალბატონებში.

აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დარღვევას მემკვიდრეობითობა ახასიათებს, შესაბამისად, ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში რეკომენდებულია თავის დაზღვევის მიზნით, ჩაიტაროთ ანალიზი.

თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა რეკომენდებულია იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს ეჭვი აქვს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებულ თუ შემცირებულ რაოდენობაზე.

საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:

  • შფოთვა;
  • წონის კლება ან მატება;
  • ხელების კანკალი;
  • შეშუპება;
  • თვალების წინ წამოწევა;
  • ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა;
  • დაღლილობა;
  • თმის ცვენა;
  • სიცივის მიმართ დაქვეითებული ამტანობა;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • შეკრულობა და სხვა.

რას გთავაზობთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლში.

ჩვენს ლაბორატორიაში კვლევის ღირებულება 35 ლარია.

ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დღეს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: