მხოლოდ 35 ლარად შეგიძლიათ გაარკვიოთ გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა

მხოლოდ 35 ლარად შეგიძლიათ გაარკვიოთ გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა

TSH წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელ ჰორმონს.

ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული ორგანოა, რომელსაც უდიდესი როლი აკისრია ორგანიზმის სათანადოდ ფუნქციონირების პროცესში.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის გამო მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა სისტემის თუ ორგანოს დაავადებების განვითარების რისკი.

აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული სპექტრიდან ყველაზე ხშირად სწორედ ჰიპოფიზის ჰორმონს, თირეოტროპულ ჰორმონს (TSH) იკვლევენ.

TSH ტესტი სისხლის ანალიზია, რომლის დროსაც ლაბორანტი იკვლევს აღნიშნული ჰორმონის მაჩვენებელს. კვლევა თიროტროპინის ანალიზითაცაა ცნობილი.

რა მიზნით ინიშნება ანალიზი?

TSH ტესტის მიხედვით, დგინდება რამდენად გამართულად, ადეკვატურად ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი.

ლაბორატორიული ანალიზი რეკომენდებულია იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი უჩივის ჰიპერთირეოზისთვის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატება სისხლში) ან ჰიპოთირეოზისთვის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლებობა) დამახასიათებელ სიმპტომებს.

ჰიპერთირეოზის სიმპტომებია:

  • შფოთვა;
  • წონის კლება;
  • ხელების კანკალი;
  • გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება;
  • შეშუპება;
  • თვალების წინ წამოწევა;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

ჰიპოთირეოზის სიმპტომებია:

  • წონის მატება;
  • დაღლილობა;
  • თმის ცვენა;
  • სიცივის მიმართ დაქვეითებული ამტანობა;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • შეკრულობა.

რა ფუნქციას ასრულებს ფარისებრი ჯირკვალი?

ფარისებრი ჯირკვალი პაწაწინა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა, რომელიც გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის აუცილებელ 2 მთავარ ჰორმონს: ტრიიოდთირონინსა და ტეტრაიოდთირონინს.

სისხლში მოხვედრის შემდეგ აღნიშნული ჰორმონები მონაწილეობს თითქმის ყველა უჯრედისა და ქსოვილის ფუნქციონირების პროცესში.

იოდით მდიდარი ეს ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, რეპროდუქციული, ძვალ-კუნთოვანი სისტემების განვითარებასა და რეგულირებაში.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ორივე ჰორმონი სისხლში ცირკულირებს და ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმს არეგულირებს; გავლენას ახდენს ცხიმებისა თუ ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე. ამ ჰორმონების დახმარებით, სხეული ინარჩუნებს ნორმალურ, რეკომენდებულ ტემპერატურას და უფრო მეტიც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. ფარისებრი ჯირკვალი ასევე მონაწილეობს კალციუმის ცვლაში.

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. განსაკუთრებულ ყურადღებას, შესაბამისად, სათანადოდ მკურნალობას საჭიროებს ფარისებრი ჯირკვლის კვანძები.

რას გთავაზობთ ჩვენი ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილ კომპანიაში, აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ანალიზი და უტყუარი, სანდო ლაბორატორიული პასუხით გაარკვიოთ გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია ცნობილი თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი, წარმომადგენელია საქართველოში.

ჩვენს ლაბორატორიაში თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრის ანალიზის ღირებულება მხოლოდ 35 ლარია.

აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიაში მიღებული ანალიზის პასუხი 100%-ით ზუსტია და სხვა კლინიკაში გადამოწმება არ დაგჭირდებათ.

დაგვიკავშირდით, ჩაიტარეთ მნიშვნელოვანი ანალიზი თქვენთვის სასურველ დროს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: