რა არის C-რეაქტიული ცილა?

რა არის C-რეაქტიული ცილა?

რა უნდა იცოდეთ C-რეაქტიული ცილის შესახებ?

C-რეაქტიული ცილა მწვავე ფაზის ცილაა, რომელიც ტრავმების, ნეკროზისა და ანთებითი მდგომარეობების დროს ქსოვილთა დაზიანების ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია.

რატომ ინიშნება C-რეაქტიული ცილის ანალიზი?

C-რეაქტიული ცილის ტესტი ინიშნება იმ მდგომარეობათა დიაგნოსტირებისთვის, რომელიც იწვევს ანთებას.

აღნიშნული ცილა ღვიძლში გამომუშავდება - მაღალი კონცენტრაცია იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

C-რეაქტიული ცილის ნორმის განსაზღვრა რეკომენდებულია ინფექციური და ანთებითი დაავადებების, ნეკროზული დაზიანებების, სიმსივნური პროცესების დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის.

აღსანიშნავია, რომ C-რეაქტიული ცილის კვლევა სტანდარტულ ტესტირებასთან შედარებით უფრო მეტად სენსიტიურია რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმს საშუალება ეძლევა კორონარული არტერიის დაავადების განვითარების რისკი შეაფასოს. ადრეული მონიტორინგით და მდგომარეობის მართვით სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილებაა შესაძლებელი - მაგალითად, ადრეულ ეტაპზე კორონარული არტერიის დაავადების მკურნალობით გულის შეტევის პრევენცია ხდება.

ტესტი ინიშნება ორგანიზმში მიმდინარე შესაძლო ანთებითი პროცესის შესაფასებლად.

ანთება შესაძლოა ინფექციის ან ქრონიკული ანთებითი დაავადების მანიშნებელი იყოს.

საჭიროა თუ არა ანალიზამდე სპეციფიკური მომზადება?

უშუალოდ ამ კვლევას სპეციფიკური მომზადება არ სჭირდება.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი C-რეაქტიული ცილის რაოდენობაზე გავლენას ახდენს, შესაბამისად, ანალიზის აღებამდე აუცილებელია ექიმს ეს ინფორმაცია მიაწოდოთ.

პროცედურის შემდეგ

C-რეაქტიული ცილის ანალიზის შემდეგ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს; ანალიზის გამო დღის განრიგის შეცვლა საჭირო არაა.

C-რეაქტიული ცილა და კორონავირუსი

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების დროს იზრდება C-რეაქტიული ცილის დონე; მისი მაჩვენებელი გარკვეულ კორელაციაშია დაავადების სიმძიმესა და პროგნოზთან. პაციენტთა უმრავლესობაში გვხვდება C-რეაქტიული ცილის და ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება.

რას გთავაზობთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია?  

დღეიდან შესაძლებლობა გეძლევათ C-რეაქტიული ცილის ანალიზი ჩაიტაროთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიაში.

მოგვმართეთ თბილისში მდებარე ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში, გაიგეთ სწორი დიაგნოზი.

მიიღეთ უტყუარი, სანდო და ზუსტი კვლევის პასუხი!

კვლევის ღირებულებაა - 25 ლარი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: