კბილის დენტალურმა იმპლანტაციამ, რევოლუცია მოახდინა თანამედროვე სტომატოლოგიაში. ეს არის სტომატოლოგიური მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ხელოვნური ფესვის ინსტალაცია ყბაში. შემდეგ მასზე მაგრდება ხელოვნური კბილი. დენტალური იმპლანტი კეთდება რამდენიმე ჩვენების დროს:
- კბილთა მწკრივის ნაწილობრივი დეფექტისას (მხოლოდ რამდენიმე კბილის დაკარგვის შემთხვევაში);
- კბილთა მწკრივის სრული დეფექტისას (სრული უკბილობა);
კბილის იმპლანტისთვის გამოიყენება ტიტანის მასალა, რაც სწორი ჰიგიენისა და მონიტორინგის შემთხვევაში, მთელი სიცოცხლის მანძილზე ნარჩუნდება.
დენტალური იმპლანტაცია არ კეთდება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან მათი სახის ჩონჩხი ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია.
ფასი მოიცავს :
- ექიმის კონსულტაციას;
- იმპლანტების რაოდენობა შეირჩევა ინდივიდუალურად;
კბილის იმპლანტების დადებითი მხარეები:
- იმპლანტის საშუალებით კბილს უბრუნდება მისი პირვანდელი სახე;
- ინარჩუნებს ღრძილის ფორმას;
- არ იზღუდება საკვების სახეობა;
- დაცულია ყბის ძვალი ატროფიისგან;
- იმპლანტაციისას არ ხდება ჯანმრთელი კბილების დაქლიბვა;
- მისი მოვლა უფრო პრაქტიკული და მარტივია;
- აქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა;
იმისათვის, რომ აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლოთ, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ნომერზე: 595 38 00 38