ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ ერთდღიან დაუვიწყარ ტურს საქართველოს გულში - თბილისში.
ტურ-პაკეტი მოიცავს:
ტრანსპორტირება
- კუს ტბა;
- ეთნოგრაფიული მუზეუმი;
- XIII ს-ის მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი;
- შარდენის ქუჩა;
- აბანოთუბანი - გოგირდის აბანოები;
- ლეღვთახევი;
- ბოტანიკური ბაღი (ელექტრომობილი ტერიტორიის დასათვალიერებლად);
- მთაწმინდის პარკი (ელექტრომობილი ტერიტორიის დასათვალიერებლად);
- რესტორანი „ფუნიკულიორი“
- FABRIKA;
მასპინძელ-გიდის მომსახურება;
კვება - ტრადიციული ქართული სადილი თბილისის ხედით ( FUNICULAR );
კვება - ვახშამი ქართული ღვინის თანხლებით ( FABRIKA )
ტურის ღირებულება:
- ერთი სტუმარი - 330 ლარი (122$)
- ორი სტუმარი - 225 ლარი (84$)
- სამი-ოთხი სტუმარი - 173 ლარი (65$)
- ხუთი-ექვსი სტუმარი - 167 ლარი (61$)
- შვიდი და მეტი სტუმრის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების შეთავაზება
გასვლა - 09:00 საათი
სადილი - 15:00 საათი
ვახშამი - 20:00 საათი
ნებისმიერი ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე: WhatsApp (+995) 597 556 765; Viber (+995) 597 556 765
მოკლე ინფორმაცია მოსანახულებელეი ადგილების შესახებ:
კუს ტბა - კუს ტბა ან ქორქის ტბა, თბილისის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს. სიცოცხლით სავსე ქალაქის ტურს სწორედ კუს ტბაზე ასვლით დავიწყებთ. ეს ადგილი ყველასთვის სუფთა ჰაერზე სეირნობასა და ჯანსაღ გარემოსთან ასოცირდება. ტბის ირგვლივ სასეირნო ბილიკი, რომელიც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძისაა, კაფეებითა და გასართობი ლოკაციებით არის გარშემორტყმული. შთამბეჭდავი მთის ხედი და ატმოსფერო, რომელიც ჰარმონიით აგავსებთ მალევე შეგიყვარდებათ.
ეთნოგრაფიული მუზეუმი - 1966 წელს დაარსებული ეთნოგრაფიული მუზეუმი პირველია კავკასიაში, რომელიც განთავსებულია ღია ცის ქვეშ და წარმოადგენს საგანმანათლებლო-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
კუს ტბიდან წამოსვლის შემდეგ, ეთნოგრაფიული მუზეუმის შთამბეჭდავი სანახაობა გველის, სადაც საქარველოს მინიატურულ მოდელს გაეცნობით თავისი მრავალფეროვანი ეთნოკულტურით. ტერიტორია 11 ზონად დაყოფილ 52 ჰექტარს მოიცავს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფისთვის დამახასიათებელი 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობება.
მეტეხის ტაძარი - მარშრუტს მეტეხის ტაძრისკენ განვაგრძობთ, რომელიც თბილისში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. XIII ს-ის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება. მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, ანუ უბრალოდ, მეტეხი, თბილისის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ძეგლთაგანია. აქ იყო ყველაზე ადრეული დასახლება ქალაქის ტერიტორიაზე.
შარდენის ქუჩა - შემდეგი გაჩერება თბილისის უძველეს უბანში, შარდენის საფეხმავლო პატარა ქუჩაზე გვექნება. რომელსაც ცნობილი მოგზაურის - ჟან შარდენის სახელი ეწოდება. ის ყოველთვის იყო კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების კერა. ქუჩაზე განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, კონცერტები.
გოგირდის აბანაოები - ულამაზესი სანახობის შემდეგ საუკეთესო განტვირთვისთვის გოგირგის აბანოები გველის, რომელიც თბილისის ძველ ნაწილში მდებარეობს, იქ, სადაც თბილისის შენება დაიწყო. თბილისის გოგირდის წყლები თავისი ქიმიური შემადგენლობით სამკურნალო თვისებების მატარებელია და რელაქსაციის გარდა, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს. აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში შექმნილია ირანული არქიტექტურის გავლენით.
ლეღვთახევი - გოგირდის აბანოების შემდეგ იმ ადგილს ვესტუმრებით, სადაც ადრე თბილისის სიმბოლოს, ხოხბის სკულპტურა იდგა. უნიკალური ლანდშაფტის წყალობით აქ განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმია და წლის ყველა სეზონზე ერთნაირად კარგია ამ ადგილის მონახულება. ხეობის გასწვრივ ბევრი ძველი ნაგებობის ნაშთი მოჩანს, ჩანჩქერითა და მაღალი კლდეებით. ლეღვთახევს გადმოჰყურებს აღდგენილი ძველთბილისური აივნებიანი სახლები, რომლის ხილვაც თბილისის ისტორიას უკეთ შეგაგრძნობინებთ.
ბოტანიკური ბაღი - თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღია, რომლის მოსანახულებლად ლეღვთახევიდან გადავინაცვლებთ. ბაღი წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირთვისთვის. 128000 ჰექტრისგან შემდგარი ტერიტორია 4500 განსხვავებული სახეობის მცენარეს იტევს. აქვე ინახება საქართველოსა და მთელს კავკასიაში უნიკალური მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის კომფორტულად დათვალიერებას ელექტრომობილების საშუალებით მოვახდენთ და სილამაზის უკეთ აღქმასაც დაუღალავად შევძლებთ.
მთაწმინდის პარკი - ტრადიციული ქართული სადილის გარეშე თბილისის ტური წარმოუდგენელია, საუკეთესო ადგილი კი მთაწმინდის პარკია, რომელიც არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია. მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. ის დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები,მაღაზიები,სარელაქსაციო ზონები,სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.
პარკთან დაკავშირება ხდება, როგორც სამანქანე გზით, ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობას. მთაწმინდის პარკის კომფორტულად დათვალიერებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ელექტრომობილები, ხოლო ტრადიციული ვახშამი გელოდებათ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში ულამაზესი თბილისი ხედით.
FABRIKA - ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც 2016 წელს გაიხსნა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მრავალფუნქციური თავშეყრის ადგილია თბილისში. აქ თქვენთვის ყველაფერია, რასაც ისურვებთ: სხვადასხვა ტიპი კვების ობიექტი, ადგილობრივ ხელოვანთა სტუდიები, სამუშაო სივრცე, საკონფერენციო დარბაზები, სადალაქო. ქართული ღვინის დაგემოვნებით დასრულებული ვახშამი საბოლოო აკორდია დაუვიწყარი ტურის ბოლოს, რომელიც სწორედ ფაბრიკის ტერიტორიაზე გელით.