ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ ერთდღიან დაუვიწყარ ტურს საქართველოს მთების სასახლეში - ყაზბეგში.
ტურ-პაკეტი მოიცავს:
ტრანსპორტირება:
- ჟინვალის კაშხალი
- ანანურის ციხესამიგრე;
- გუდაურის „მშვიდობის მონუმენტი“
- გერგეტის სამება
- დარიალის სამონასტრო კომპლექსი
მასპინძელ-გიდის მომსახურება;
კვება - ტრადიციული ქართული სადილი;
ხინკლის მასტერკლასი;
ჯიპ-ტური;
ტურის ღირებულება:
- ერთისტუმარი - 410 ლარი (152 $)
- ორი სტუმარი - 240 ლარი (89 $)
- სამი-ოთხი სტუმარი - 167 ლარი (62 $)
- ხუთი-ექვსი სტუმარი - 153 ლარი (57$)
- შვიდი და მეტი სტუმრის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების შეთავაზება
გასვლა - 10:00 საათი
სადილი -13:00 საათი
უკან დაბრუნება - 20:00 საათი
ნებისმიერი ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე:
WhatsApp (+995) 597 556 765; Viber (+995) 597 556 765
მოკლე ინფორმაცია მოსანახულებელი ადგილების შესახებ:
- ჟინვალის წყალსაცავი — პირველი გაჩერება გვექნება ჟინვალის კაშხალთან, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, თბილისიდან 70 კმ-ში არსებული კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავს წარმოადგენს. ის მდებარეობს მდინარე არაგვის შუაწელში, მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის, რაც საოცარს პანორამას ქმნის.
- ანანურის ციხესამიგრე - ჟინვალის კაშხლის შემდეგ ოთხას წელზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ციხე-სიმაგრეს - XIII საუკუნეში აშენებულ ანანურს ვესტუმრებით, რომელიც ერთ-ერთი უიშვიათესი ისტორიული ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე. ციხე-სიმაგრის ქვიანი კედლის მიღმა განლაგებულია სამოქალაქო, სამხედრო და საკულტო შენობები: დიდი და პატარა ტაძრები, საცხოვრებელი, სამთო კოშკი, პატარა სამრეკლო, წყალსაცავი, აბანო. იქვე განლაგებულია უამრავი დახლი, სადაც სხვადასხვა ქართული სუვენირი და ქართულ სტილში დამზადებული საჩუქრები იყიდება.
- გუდაურის „მშვიდობის მონუმენტი“ -ულამაზესი ციხესიმაგრის დათვალიერების შემდეგ მარშრუტს 1983 წელს აშენებულ მონუმენტთან მივყავართ. ეს ნაგებობა საბჭოური მოდერნიზმის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია და თავისი ფორმების, ზომისა და ფერადი მოზაიკის გამო დღემდე მუდმივი ყურადღების ცენტრშია.
- გერგეტის სამება - მსოფლიოში არ მოიძებნება ბევრი ხუროთმოძღვრული ძეგლი ისეთი საკვირველი სილამაზის მდებარეობა რომ ჰქონდეთ, როგორიც გერგეტის სამებას. გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდინარე ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. კომპექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ჩვენი მომდევნო გაჩერება კი სწორედ ხევის მაღალ მთაზე არსებულ ერთადერთ გუმბათიან და სახელგანთქმული სალოცავში იქნება. ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ.
- დარიალის სამონასტრო კომპლექსი - დარიალის კომპლექსი მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან მთაზე მდებარეობს. ჩვენი საბოლოო ლოკაცია რუსეთის სახელწიფო საზღვართან მდებარე მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი იქნება. მამათა მონასტრის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და 2011 წელს დასრულდა, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება და რომელიც თქვენზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
- ხინკალი - ხინკალი საქართველოში არა მხოლოდ გემრიელი კერძია, არამედ რიტუალურ ტრადიციას წარმოადგენს. ტურის ფარგლებში, ცომში გახვეული ფარშის ტრადიციული მოხვევის მასტერკლასს ჩაგვიტარებს პროფესიონალი მზარეული, რომელიც ჩვენივე მოხვეულ ხინკალს დაგვაგემოვნებინებს.