„ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“ გთავაზობთ ულამაზესი თბილისის ოთხდღიან ტურს დაუვიწყარი ექსკურსიებით - მასპინძელ გიდთან ერთად, უგემრიელესი ნაციონალური სამზარეულოსა და უძველესი კულტურის გაცნობის თანხლებით“.
ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ტური საუკეთესო გზაა თბილისისა და მისი მიმდებარე ქალაქების დასათვალიერებლად.
პაკეტის ღირებულებაა 2 574 ლარი (949$) და მოიცავს:
- მასპინძელ გიდის მომსახურება სრული ტურის ფარგლებში;
- ტურის ლოკაციებზე ტრანსპორტირება;
- სასტუმროში განთავსება 3 ღამე-4 დღე;
- კვება (საუზმე - 4 დღე, სადილი და ვახშამი - 3 დღე);
- თბილისის უნიკალური ადგილებისა და კულტურული ძეგლების მონახულება;
- გოგირდის აბანოები;
- ქალაქ მცხეთისა და სოფელ საგურამოს ისტორიული ადგილების მონახულება;
- მასტერკლასი (შოთის პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა);
- შოპინგ ტური;
- სურვილის შემთხვევაში ფოტოგრაფის მომსახურება;
დღეების განრიგის სანახავათ გახსენით ფაილი: განრიგი
ნებისმიერი ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე:
Tel: (+995) 577567575;
WhatsApp (+995) 577567575;
Viber (+995) 577567575;
მოკლე ინფორმაცია მოსანახულებელი ადგილების შესახებ:
- მთაწმინდის პარკი - მთაწმინდის პარკი 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. ის 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გაშლილი და მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს. პარკი დაყოფილია სამ - ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი;
- აბანოთუბანი - აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. მდებარეობს ახლანდელი ძველი თბილისის რაიონში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებს;
- ლეღვთახევი - ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილი. მდებარეობს ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს). სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო;
- მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი - ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, თარიღდება XIII საუკუნით;
- ქარვასლა - თბილისის ქარვასლები XIX საუკუნის შუა ხანასა და მის მეორე ნახევარშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო განლაგებული. ნაგებობებს განასხვავებს ზომა, სართულების რაოდენობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა;
- შარდენის ქუჩა - ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა, ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია;
- მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორა საქართველოში. მცხეთაშია დაბრძანებული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე - უფლის კვართი;
- ჯვრის მონასტერი - VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში;
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია;
- საგურამო - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეს მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ჩრდილოეთით;
- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი - მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული 1895 წელს აშენდა;
- თადეოზ გურამიშვილის მარანი - XIX საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი;
- ღამის თბილისი - თბილისის ულამაზესი ცენტრალური უბნები რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, აღმაშენებლის გამზირი;
სრული ტურის განმავლობაში მოგემსახურებათ - Toyota 60th Anniversary Land Cruiser Prado
ტურის ფოტო გალერეა