ოთხ დღიანი დაუვიწყარი VIP ტური თბილისში!

ოთხ დღიანი დაუვიწყარი VIP ტური თბილისში!

ულამაზესი ბუნება, საინტერესო ექსკურსიები, უგემრიელესი ნაციონალური სამზარეულო, უნიკალური სასმელების დეგუსტაცია.

 „ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“ გთავაზობთ ულამაზესი თბილისის ოთხდღიან ტურს დაუვიწყარი ექსკურსიებით - მასპინძელ გიდთან ერთად, უგემრიელესი ნაციონალური სამზარეულოსა და უძველესი კულტურის გაცნობის თანხლებით“.

ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ტური საუკეთესო გზაა თბილისისა და მისი მიმდებარე ქალაქების დასათვალიერებლად.

პაკეტის ღირებულებაა 2 574 ლარი (949$) და მოიცავს:

  • მასპინძელ გიდის მომსახურება სრული ტურის ფარგლებში;
  • ტურის ლოკაციებზე ტრანსპორტირება;
  • სასტუმროში განთავსება 3 ღამე-4 დღე;
  • კვება (საუზმე - 4 დღე, სადილი და ვახშამი - 3 დღე);
  • თბილისის უნიკალური ადგილებისა და კულტურული ძეგლების მონახულება;
  • გოგირდის აბანოები;
  • ქალაქ მცხეთისა და სოფელ საგურამოს ისტორიული ადგილების მონახულება;
  • მასტერკლასი (შოთის პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა);
  • შოპინგ ტური;
  • სურვილის შემთხვევაში ფოტოგრაფის მომსახურება;

დღეების განრიგის სანახავათ გახსენით ფაილი: განრიგი

ნებისმიერი ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე:

Tel: (+995) 577567575;

WhatsApp (+995) 577567575;

Viber (+995) 577567575;

 

მოკლე ინფორმაცია მოსანახულებელი ადგილების შესახებ: 

  • მთაწმინდის პარკი - მთაწმინდის პარკი 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. ის 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გაშლილი და მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს. პარკი დაყოფილია სამ - ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი; მთაწმინდის პარკი

  • აბანოთუბანი - აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. მდებარეობს ახლანდელი ძველი თბილისის რაიონში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებს;აბანოთუბანი

  • ლეღვთახევი - ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილი. მდებარეობს ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს). სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო;ლეღვთახევი

  • მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი - ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, თარიღდება XIII საუკუნით;მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

  • ქარვასლა - თბილისის ქარვასლები XIX საუკუნის შუა ხანასა და მის მეორე ნახევარშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო განლაგებული. ნაგებობებს განასხვავებს ზომა, სართულების რაოდენობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა;ქარვასლა

  • შარდენის ქუჩა - ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა, ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია;შარდენის ქუჩა

  • მცხეთა -  საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორა საქართველოში. მცხეთაშია დაბრძანებული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე - უფლის კვართი; მცხეთა

  • ჯვრის მონასტერი -  VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების  მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში;ჯვრის მონასტერი

  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია;სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

  • საგურამო -  სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეს მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ჩრდილოეთით;საგურამო

  • ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი - მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული 1895 წელს აშენდა;ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი

  • თადეოზ გურამიშვილის მარანი - XIX საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი;თადეოზ გურამიშვილის მარანი

  • ღამის თბილისი - თბილისის ულამაზესი ცენტრალური უბნები რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, აღმაშენებლის გამზირი;ღამის თბილისი

სრული ტურის განმავლობაში მოგემსახურებათ - Toyota 60th Anniversary Land Cruiser Prado 
lend cruiser


 ტურის ფოტო გალერეა

ტეგები: