თავის ტკივილი ბავშვებში - როგორ დავეხმაროთ პატარა  ადამიანს?

თავის ტკივილი ბავშვებში - როგორ დავეხმაროთ პატარა ადამიანს?

თუ ბავშვი თავის ტკივილს უჩივის.

ბავშვებში თავის ტკივილი გავრცელებული ჩივილია და ჩვეულებრივ, არ არის
სერიოზული.

ზრდასრულების მსგავსად ბავშვებსაც აწუხებთ სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილი და მათ შორის ქრონიკული ფორმაც გვხვდება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზია ინფექცია, ძლიერი სტრესი ან შფოთვა, უმნიშვნელო თავის ტრავმა.

დააკვირდით პატარას და თუ შეამჩნიეთ, რომ ტკივილი მწვავდება ან ხშირად ჩნდება, მიმართეთ პედიატრს.

როგორც წესი, მკურნალობის მეთოდია ტკივილგამაყუჩებელი და ცხოვრების წესის ცვლილება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თავის ტკივილი იწვევს შემდეგ პრობლემებს:

  •  აღვიძებს ბავშვს;
  •  მწვავდება ან ხშირ ჩივილად იქცა;
  •  იცვლება ბავშვის ხასიათი;
  •  ტკივილი გაჩნდა ტრავმის, დაზიანების შემდეგ;
  •  თან ახლავს ქრონიკული ღებინება ან მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  •  თან ახლავს სიცხე და კისრის ტკივილი ან გაშეშება.
  • ბავშვებში თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია,

მაგალითად:

  •  გაციება, გრიპი, ყურისა და სინუსის ინფექციები;
  •  თავის ტრავმა;
  •  სტრესი და შფოთვა;
  •  გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  •  ზოგიერთი საკვები და სასმელი;
  •  პრობლემები ტვინში.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/headaches-in-
children/symptoms-causes/syc-20352099