ლიპომა - ნელა მზარდი, ცხიმოვანი ამობურცულობა

ლიპომა - ნელა მზარდი, ცხიმოვანი ამობურცულობა

რა არის ლიპომა?

ლიპომა ნელა მზარდი, ცხიმოვანი ამობურცულობაა, რომელიც ყველაზე ხშირად კანსა და კუნთის შრეს შორის ჩნდება. შეხებისას რბილია და მარტივად მოძრაობს თითის წნევის მიმართულებით. ზოგიერთ ადამიანს ერთზე მეტი ლიპომა უვითარდება.

იგი არ არის კიბო და ჩვეულებრივ, უვნებელია.

როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ქირურგიული გზით ამოკვეთაა რეკომენდებული იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აწუხებს, მტკივნეულია ან იზრდება.

მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ყალიბდება კანქვეშ და ძირითადად, კისრის, მხრის, ზურგის, მუცლის, მკლავებისა და თეძოს არეში;
  •  შეხებისას რბილია, თითქოს თითით ცომს შეეხეთ, ადვილად მოძრაობს;
  •  პატარა ზომისაა;
  •  ზოგჯერ იწვევს ტკივილს.

როდის მივმართოთ ექიმს?

ლიპომა იშვიათად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა შეშუპება, შესიება, ამობურცულობა საყურადღებოა და მომავალში ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ წარმონაქმნის მდგომარეობა.

გამომწვევი მიზეზი

ლიპომას ზუსტი გამომწვევი მიზეზი შესწავლილი არაა. აღსანიშნავია, რომ დიაგნოზი ხშირია ოჯახებში, შესაბამისად, ექიმები თვლიან, რომ ლიპომას კავშირი აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან.

ცნობისათვის, ლიპომა განსაკუთრებით ხშირია 40-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებში.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lipoma/symptoms-causes/syc-
20374470