მასტიტი - რა სიმპტომებით ვლინდება მკერდის ქსოვილის  ანთება?

მასტიტი - რა სიმპტომებით ვლინდება მკერდის ქსოვილის ანთება?

რა არის მასტიტი?

მასტიტი მკერდის ქსოვილის ანთებაა - ზოგჯერ პათოლოგიურ პროცესში ჩართულია ინფექცია.

ანთებითი პროცესის გამო ადამიანი უჩივის ძუძუს ტკივილს, შეშუპებას, მკერდის არე შეწითლებულია და იგრძნობა სიმხურვალე. სავსებით შესაძლებელია გქონდეთ სიცხე და კანკალი.

როგორც წესი, მასტიტი ჩნდება მეძუძურ დედებში, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს მამაკაცებშიც და იმ ქალებშიც, რომლებიც ჩვილს ძუძუს არ აწოვებენ.

სიმპტომები

მასტიტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  სისუსტე მკერდის არეში ან შეხებისას სითბო;
  •  მკერდის შეშუპება;
  •  მკერდის ქსოვილის შესქელება;
  •  ტკივილი ან წვის შეგრძნება მუდმივად, ან უშუალოდ ძუძუთი კვების პერიოდში;
  •  კანის სიწითლე;
  •  საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
  •  მაღალი სიცხე.

გამომწვევი მიზეზები

მასტიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზია მკერდში რძის შეკავება. თუმცა სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: სარძევე სადინრის დახშობა და სარძევე ჯირკვალში ბაქტერიის შეჭრა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/mastitis/symptoms-causes/syc-
20374829