რა არის ორქიტი?
ორქიტი ერთი ან ორივე სათესლის ანთებაა.
ორქიტს, როგორც წესი, იწვევს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, თუმცა სხვა კლინიკურ შემთხვევებში მიზეზი უცნობი რჩება. ამასთან, ანთებითი პროცესი სავსებით შესაძლებელია ყბაყურით იყოს განპირობებული.
ორქიტის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს და სამწუხაროდ, პათოლოგიური მდგომარეობა გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე.
მკურნალობის კურსი ხშირად ხანგრძლივია. ბაქტერიული ორქიტის მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია - მედიკამენტებით ვირუსული ორქიტის ნიშნებისა და სიმპტომების შემსუბუქებაა შესაძლებელი.
სიმპტომები
სათესლე ჯირკვლის ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები მოულოდნელად ჩნდება და ეს სიმპტომებია:
- ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის შესიება/შეშუპება;
- ტკივილი (მსუბუქი ან მწვავე);
- სიცხე;
- გულისრევა და ღებინება;
- საერთო სისუსტე.
ზოგიერთი ტიპის ორქიტი სქესობრივი გზით არ გადაიცემა და ამ კლინიკური შემთხვევების დროს საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:
- მამაკაცს არ ჩაუტარებია ყბაყურის საწინააღმდეგო აცრა;
- ანამნეზში საშარდე გზების ინფექციით ხშირი ავადობა;
- ჩაგიტარდათ ქირურგიული ოპერაცია, რომელმაც მოიცვა გენიტალიები ან საშარდე გზები;
- საშარდე გზების თანდაყოლილი პათოლოგია.
სქესობრივი გზით გადამდები ორქიტის დროს საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:
- ბევრი პარტნიორი;
- ინტიმური კავშირი პირთან, რომელსაც სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აქვს;
- დაუცველი სქესობრივი კავშირი;
- პერსონალურ სამედიცინო ისტორიაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით ავადობა.
სათესლე ჯირკვლის ანთების გართულებული შემთხვევებია:
- სათესლე ჯირკვლის ატროფია;
- სკროტალური აბსცესი;
- უნაყოფობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/orchitis/symptoms-causes/syc-20375860