რამდენიმე მეთოდი, რომელიც მაღალი ქოლესტეროლისგან დაგიცავთ

რამდენიმე მეთოდი, რომელიც მაღალი ქოლესტეროლისგან დაგიცავთ

რა არის ქოლესტეროლი?

ქოლესტეროლი არის სისხლში არსებული ცვილისებრი ნივთიერება. რეკომენდებული დოზით ქოლესტეროლი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგან ამ ნივთიერების მეშვეობით ჯანსაღი უჯრედები წარმოიქმნება, თუმცა მომატებული მაჩვენებელი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

მაღალი ქოლესტეროლის გამო გულის დაავადების განვითარების რისკი იზრდება.

მაღალი ქოლესტეროლის დროს შესაძლოა სისხლძარღვებში ცხიმოვანი ფოლაქები ჩამოყალიბდეს და არტერიაში სისხლის დინების პროცესი შეფერხდეს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეს ფოლაქები თრომბად ფორმირდება და პათოლოგიური პროცესის საბოლოო შედეგი გულის შეტევა ან ინსულტია.

როგორც წესი, მაღალი ქოლესტეროლის მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესია, თუმცა ზოგჯერ მომატებული რაოდენობა გენეტიკურია.

პრევენცია

თუ მაღალი ქოლესტეროლისგან თავის არიდება გსურთ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ხშირად მიირთვით ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეული;
  • რაციონში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მარილიანი საკვები;
  • შეზღუდეთ ცხოველური ცხიმი;
  • თუ მსუქანი ხართ უნდა დაიკლოთ და დაუბრუნდეთ ჯანსაღ წონას;
  • უარი თქვით თამბაქოზე;
  • ივარჯიშეთ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ სტრესის დონე;
  • ზომიერად მიიღეთ ალკოჰოლი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/high-blood-cholesterol/symptoms-causes/syc-20350800