მსხვილი ნაწლავის პოლიპები

მსხვილი ნაწლავის პოლიპები

რა არის პოლიპი?

მსხვილი ნაწლავის პოლიპი არის უჯრედების პატარა ჯგუფი, რომელიც მსხვილი ნაწლავის ამომფენზე ფორმირდება.

პოლიპების უმეტესობა უვნებელია, თუმცა დროთა განმავლობაში მსხვილი ნაწლავის ზოგიერთი პოლიპი მსხვილი ნაწლავის კიბოდ ყალიბდება - გვიან სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, ხშირად, შემთხვევა ფატალურად სრულდება.

პოლიპის ორი ძირითადი კატეგორიაა: ნეოპლასტური და არანეოპლასტური.

მსხვილი ნაწლავის პოლიპისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან 50 წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ეწევიან და ჭარბწონიანები არიან. რისკი ასევე მაღალია თუ არსებობს მსხვილი ნაწლავის კიბოს ან პოლიპის პერსონალური, ან ოჯახური ანამნეზი.

როგორც წესი, მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ აუცილებელია რეგულარული სკრინინგი. გაითვალისწინეთ, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში მსხვილი ნაწლავის პოლიპის უსაფრთხოდ და სრულყოფილად მოცილებაა შესაძლებელი.

მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის ეფექტური საშუალება პოლიპების რეგულარული სკრინინგია.

სიმპტომები

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბევრ კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება შემდეგი:

  • რექტალური სისხლდენა;
  • განავლის ფერის ცვლილება;
  • კუჭის მოქმედების ცვლილება;
  • ტკივილი;
  • რკინადეფიციტური ანემია.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის არეში;
  • კვირაზე მეტია შეამჩნიეთ, რომ ნაწლავის მოქმედებასთან დაკავშირებით ცვლილებებია.

პოლიპის დროული დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია რეგულარული სკრინინგი შემდეგი მდგომარეობის დროს:

  • ხართ 50 წლის ან 50 წელს გადაცილებული;
  • იმყოფებით რისკ-ჯგუფში, კერძოდ, გაქვთ მსხვილი ნაწლავის კიბოს ოჯახური ანამნეზი. რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის რეკომენდებულია რეგულარული სკრინინგი 50 წლამდე ასაკშიც.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/colon-polyps/symptoms-causes/syc-20352875