რას ნიშნავს გულის შუილი?
გულის შუილი არის ხმა, რომელიც წარმოიქმნება სისხლის ტურბულენტური დინების გამო გულში ან გულთან ახლოს. ექიმი ამ ხმას სტეტოსკოპის საშუალებით იგებს.
გულის შუილი შესაძლოა დაბადებისთანავე (თანდაყოლილი) უკვე ჩამოყალიბებული იყოს ან დროთა განმავლობაში განვითარდეს.
გულის შუილი შესაძლოა იყოს სრულიად უვნებელი ან ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგიას წარმოადგენდეს.
სიმპტომები
თუ საქმე უვნებელ გულის შუილთან გვაქვს, ორგანიზმში სხვა საყურადღებო ნიშნები და სიმპტომები არ ვლინდება.
პათოლოგიური შუილისას, გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ნიშნები. ეს სიმპტომებია:
- ლურჯი კანი (განსაკუთრებით ტუჩის და თითების არეში);
- შეშუპება ან უეცრად წონის მატება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ქრონიკული ხველა;
- ღვიძლის გადიდება;
- გადიდებული კისრის ვენები;
- ახალშობილებში ცუდი კვება ან ზრდის შეფერხება;
- ჭარბი ოფლიანობა მაშინაც კი თუ პაციენტი არააქტიურია ან მცირე დოზით იტვირთება;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- თავბრუსხვევა;
- გულის წასვლის შეგრძნება.
გამომწვევი მიზეზი
გულის შუილი შესაძლოა გამოვლინდეს მაშინ, როდესაც:
- გული სისხლით ივსება (დიასტოლური შუილი);
- გული ილექება (სისტოლური შუილი);
- გულისცემასთან ერთად.
უვნებელი შუილი შესაძლოა განვითარდეს შემდეგი მდგომარეობების გამო:
- ფიზიკური აქტივობა ან ვარჯიში;
- ორსულობა;
- სიცხე;
- ანემია;
- ჰიპერთირეოზი;
- მოზარდობის ასაკი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, უვნებელი გულის შუილი შესაძლოა დროთა განმავლობაში თავისით გაქრეს ან ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდეს ისე რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნას.
პათოლოგიური გულის შუილი
ზრდასრულებში პათოლოგიური შუილის მიზეზია შეძენილი გულის სარქვლის პრობლემები, ხოლო ბავშვებში გულის თანდაყოლილი სტრუქტურული დარღვევა.
ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
- გულის კუნთში არსებული ხვრელები ან შუნტები;
- დაბადებიდან გულის სარქვლის პრობლემები;
- სარქვლის გამაგრება;
- ენდოკარდიტი;
- რევმატიული ცხელება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-murmurs/symptoms-causes/syc-20373171