რა სიმპტომებით ვლინდება ტაქიკარდია?

რა სიმპტომებით ვლინდება ტაქიკარდია?

რა არის ტაქიკარდია?

ტაქიკარდია გულის ნორმალური რითმის დარღვევა, გულის შეკუმშვათა გახშირებაა ნორმაზე მეტად. ამ მდგომარეობის დროს გაზრდილია გულისცემის სიხშირე.

ზოგჯერ სწრაფი გულისცემა ნორმალურია, მაგალითად, ვარჯიშის დროს, ასევე თუ იმყოფებით სტრესში, გადაიტანეთ ტრავმა ან ავადობდით.

თუმცა პათოლოგიური ტაქიკარდია ფიზიოლოგიურისგან განსხვავებით ვლინდება ფიზიოლოგიური და ემოციური სიმშვიდის დროსაც კი. იგი შეიძლება მიუთითებდეს როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ისე სხვა ორგანოებისა თუ სისტემების დაავადებებზე.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გულის შეკუმშვათა გახშირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად, არ იწვევს გართულებებს. თუმცა არანამკურნალებელ შემთხვევაში ტაქიკარდია შესაძლოა გადაიზარდოს ისეთ სერიოზულ პათოლოგიებში როგორიცაა: გულის უკმარისობა, ინსულტი, გულის უეცარი გაჩერება.

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდით სწრაფი გულისცემის დარეგულირება და ტაქიკარდიის გამომწვევი მდგომარეობის მართვაა შესაძლებელი.

მედიკოსები ერთმანეთისგან განარჩევენ ტაქიკარდიის სხვადასხვა ტიპს, კერძოდ:

  • წინაგულების ფიბრილაცია;
  • წინაგულების თრთოლვა;
  • სუპრავენტიკულარული ტაქიკარდია;
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
  • პარკუჭების ფიბრილაცია.

სიმპტომები

ტაქიკარდიასთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება;
  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • სწრაფი პულსი;
  • გულის ფრიალი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ზოგიერთ ადამიანს არ უვლინდება სიმპტომები და ტაქიკარდიის არსებობა დიაგნოსტირდება მხოლოდ ელექტროკარდიოგრამით ან ფიზიკური გამოკვლევით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tachycardia/symptoms-causes/syc-20355127