რა ფუნქციას ასრულებს კოჭი?
კოჭი ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების რთული კომპლექსური ერთიანობაა. აღნიშნული კომპლექსი იმდენად ძლიერია, მთლიანი სხეულის წონას უძლებს.
კოჭი მიდრეკილია ტრავმისა და ტკივილისკენ.
მსუბუქი ტკივილის მართვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია, თუმცა პროცესი (ტკივილის შემსუბუქება) გარკვეულ დროს მოითხოვს.
თუმცა თვითმკურნალობა დაუშვებელია მწვავე ტკივილის შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილის მიზეზია ტრავმა, დაზიანება.
გამომწვევი მიზეზი
კოჭის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- აქილევსის ტენდინიტი;
- აქილევსის მყესის გახევა;
- ძვლის ფრაგმენტისებრი მოტეხილობა;
- ტერფის მოტეხილობა;
- ბურსიტი;
- პოდაგრა;
- ოსტეოართრიტი;
- ოსტეოქონდრიტი;
- ფსორიაზული ართრიტი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- რეაქტიული ართრიტი;
- სეპტიკური ართრიტი;
- კოჭის დაჭიმულობა;
- სტრესული მოტეხილობა და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
- მწვავე, ძლიერი ტკივილი ან შეშუპება;
- ღია ჭრილობა ან მძიმე დეფორმაცია;
- ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები;
- ვერ ეხებით ტერფს, გიჭირთ მოძრაობა.
გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ:
- სახლში მკურნალობის მიუხედავად შეშუპება არ ალაგდა 2-5 დღის შემდეგ;
- გაქვთ მუდმივი ტკივილი რამდენიმე კვირის შემდეგაც კი.
მკურნალობა სახლის პირობებში
კოჭის არეში მიღებული დაზიანება ბევრ კლინიკურ შემთხვევაში სახლში მკურნალობას ექვემდებარება.
რეკომენდებულია:
- დაასვენეთ ფეხი, არ დაატანოთ ძალა ტერფს;
- დღეში სამჯერ, კოჭზე დაიდეთ ყინული 15-20 წუთის განმავლობაში;
- შეშუპების შესამცირებლად გამოიყენეთ სამედიცინო სახვევი, შეიხვიეთ კოჭი;
- ასწიეთ ტერფი მაღლა;
- მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/ankle-pain/basics/definition/sym-20050796