რა უნდა იცოდეთ ვაგინალური გამონადენის შესახებ?
საშოდან გამონადენი ეს არის იმ სითხისა და უჯრედების კომბინაცია, რომელიც გამუდმებით ჩამოიფრცქვნება ვაგინიდან.
ნორმალური ვაგინალური გამონადენი სასარგებლოა - გამონადენი ზრუნავს ვაგინის ქსოვილის ჯანმრთელობაზე, ქალს იცავს ინფექციისგან და გაღიზიანებისგან.
საშოს გამონადენის ფერი და კონსისტენცია ცვალებადია.
საშოდან პათოლოგიური გამონადენის დროს სითხეს აქვს უჩვეულო სუნი, ფერი; ზოგჯერ ქალი უჩივის ტკივილს ან აქვს ქავილის შეგრძნება. ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი საყურადღებოა.
გამომწვევი მიზეზი
უმეტესად პათოლოგიური ვაგინალური გამონადენის გამომწვევი მიზეზია სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი ან მენოპაუზის სიმპტომები. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში იგი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ნიშანია.
საშოდან პათოლოგიური გამონადენის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- საშვილოსნოს ყელის ანთება;
- ქლამიდია;
- გონორეა;
- ჩარჩენილი ან დავიწყებული ტამპონი;
- მენჯის ანთებითი დაავადება;
- ვაგინიტი;
- სოკოვანი ვაგინალური ინფექცია;
- საშვილოსნოს ყელის კიბო;
- ორსულობა;
- საშოს ატროფია და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
- მომწვანო, მოყვითალო, სქელი, ერთგვარი ყველის მსგავსი გამონადენი;
- ძლიერი უსიამოვნო სუნი ვაგინის არეში;
- საშოს არეში სიწითლე, გაღიზიანება, ქავილის, წვის შეგრძნება;
- სისხლდენა ან სისხლიანი ლაქები, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/vaginal-discharge/basics/definition/sym-20050825