რა უნდა იცოდეთ ენდომეტრიოზის შესახებ?
ენდომეტრიოზი მტკივნეული დაავადებაა. იგი წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიას, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილი (ენდომეტრიუმი) საშვილოსნოს გარეთ იზრდება.
პათოლოგია ხშირად აზიანებს ფალოპის მილს, მენჯის ამომფენ ქსოვილსა და საკვერცხეებს. იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ენდომეტრიული ქსოვილი ვრცელდება მენჯის ღრუს ორგანოების მიღმაც.
ამ გინეკოლოგიური დარღვევის გამო სავსებით შესაძლებელია განვითარდეს ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ენდომეტრიოზის გამო ქალი უჩივის ტკივილს და ზოგჯერ მწვავე ტკივილსაც უშუალოდ მენსტრუაციის დროს.
სიმპტომები
ენდომეტრიოზის პირველადი სიმპტომი არის ტკივილი მენჯის არეში, რომელიც ხშირად ასოცირებულია მენსტრუაციის პერიოდთან. ამასთან, ბევრი პაციენტი უჩივის სპაზმს, კრუნჩხვას მენსტრუაციის დროს (ციკლისთვის დამახასიათებელ დისკომფორტთან შედარებით ეს ტკივილი გაცილებით მწვავეა).
ენდომეტრიოზის გავრცელებული სიმპტომებია:
- მტკივნეული მენსტრუაცია;
- ტკივილი ინტიმური კავშირის დროს;
- ჭარბი სისხლდენა ციკლის დროს ან სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდს შორის;
- უნაყოფობა;
- სხვა სიმპტომები (დაღლილობა, დიარეა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, გულისრევა).
გამომწვევი მიზეზი
ენდომეტრიოზის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლო მიზეზებია:
- რეტროგრადული მენსტრუაცია;
- პერიტონეალური უჯრედების გარდაქმნა;
- ქირურგიული ნაწიბურის იმპლანტაცია;
- ემბრიონული უჯრედის ტრანსფორმაცია;
- ენდომეტრიული უჯრედის ტრანსპორტირება;
- იმუნური სისტემის დარღვევა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/endometriosis/symptoms-causes/syc-20354656