არის თუ არა მწვანე ფერის განავალი რომელიმე დაავადების სიმპტომი?

არის თუ არა მწვანე ფერის განავალი რომელიმე დაავადების სიმპტომი?

რაზე მიუთითებს განავლის ფერი?

მწვანე განავალი (მომწვანო ფერის ფეკალია), ძირითადად, გარკვეული საკვებითაა (მაგალითად, ისპანახი) განპირობებული. განავალმა მწვანე შეფერილობა შეიძლება მიიღოს რკინის შემცველი პრეპარატის მიღების გამოც.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ახალშობილებში ხშირია მუქი მომწვანო ფერის განავალი, ხოლო ჩვილები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, გამოყოფენ მოყვითალო-მომწვანო ფერის განავალს.

ბავშვებსა და ზრდასრულებში მწვანე განავალი იშვიათია, თუმცა როგორც წესი, ეს სერიოზული დაავადების გამოვლინება არ არის.

გამომწვევი მიზეზი

ბავშვებსა და ზრდასრულებში მწვანე ფერის განავალს იწვევს:

  • კვების რაციონში დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეული;
  • საკვებში შემავალი საღებავები;
  • დიარეა;
  • რკინის შემცველი დანამატები.

როდის მივმართოთ ექიმს?

დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვებში მწვანე განავალი ვლინდება რამდენიმე დღეა.

ხშირად მწვანე განავალი დიარეას გამოა განვითარებული და აუცილებელია სითხის მიღება. დიარეას გამო მნიშვნელოვნად იზრდება დეჰიდრატაციის რისკი - გაუწყლოების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/green-stool/basics/definition/sym-20050708