რა არის ბრონქიტი?
ბრონქიტი ბრონქიოლების ამომფენის ანთებაა.
მედიკოსები ერთმანეთისგან გამოყოფენ როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ბრონქიტს.
ბრონქიტის დროს ამოხველებისას ხშირია ლორწო, რომელიც შეიძლება იყოს ფერშეცვლილი.
მწვავე ბრონქიტი გავრცელებულია და ხშირად ვლინდება გაციების ან სხვა რესპირატორული ინფექციის შემდეგ.
ქრონიკული ბრონქიტი კი უფრო სერიოზული მდგომარეობაა და გამოწვეულია ბრონქიოლების ამომფენის მუდმივი გაღიზიანების ან ანთების გამო (ხშირად განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით).
მწვავე ბრონქიტი ქრება 7-დან 10 დღის განმავლობაში და როგორც წესი, ორგანიზმში კვალს არ ტოვებს; ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მოსალოდნელია ხველა რამდენიმე კვირით.
თუ ბრონქიტით რამდენჯერმე ავადობთ, საქმე ქრონიკულ ფორმასთან გაქვთ. ქრონიკული ბრონქიტის თვითმკურნალობა დაუშვებელია და მდგომარეობა უნდა მართოთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციით.
სიმპტომები
როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ბრონქიტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ხველა;
- ლორწო, ნახველი (ლორწო შეიძლება იყოს გამჭირვალე, თეთრი, მოყვითალო-მონაცრისფრო, მწვანე. იშვიათად შეიძლება სისხლიც კი იყოს ნახველში);
- დაღლილობა;
- სუნთქვის უკმარისობა;
- უმნიშვნელოდ მომატებული სიცხე და კანკალი;
- დისკომფორტი გულმკერდის არეში.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ:
- ხველა გრძელდება 3 კვირაზე მეტია;
- ხველის გამო გიჭირთ დაძინება;
- ხველას თან ახლავს ტემპერატურის მომატება;
- შენიშნეთ ფერშეცვლილი ლორწო;
- ნახველს ახლავს სისხლი;
- ხველასთან ერთად გაქვთ სუნთქვის გაძნელება ან მძიმედ სუნთქავთ.
გამომწვევი მიზეზი
მწვავე ბრონქიტს იწვევს ვირუსი.
ქრონიკული ბრონქიტის ჩამოყალიბებაში დამნაშავეა თამბაქო. ქრონიკული ბრონქიტის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურება და ტოქსიკური გამონაბოლქვი გარემოსა და სამუშაო ადგილას.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bronchitis/symptoms-causes/syc-20355566