რა უნდა იცოდეთ Med 11-ის შესახებ?
Med 11 გერმანული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფილიალია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ევროპული სტანდარტების სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სერვისს.
თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს კვალიფიციური მედ-პერსონალი. პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რეანომობილები.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
აღსანიშნავია, რომ Med 11 ახორციელებს პაციენტების (როგორც მძიმე, ისე მსუბუქი სიმძიმის) გადაყვანას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ასევე აეროპორტში და აეროპორტიდან.
ორგანიზაციის შესახებ
შპს „მედ 11“- მა ოპერირება 2019 წელს დაიწყო და პირველივე წელს დაიმკვიდრა მაღალი ხარისხით მომსახურე კომპანიის სახელი, შესაბამისად, უამრავი პაციენტის სრული ნდობა დაიმსახურა.
გერმანული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფილიალი საქართველოში პაციენტებს სთავაზობს კვალიფიციურ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სერვისს, ევროპული სტანდარტით.
თითოეული რეანომობილი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით.
Med 11 ემსახურება პაციენტებს 15 წლიდან.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა კარდიოლოგიური სერვისით - რეანომობილები მოიცავს კარდიოგრაფებსა და სპეც. კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
სერვისები
გამოიძახეთ Med 11 შემდეგი სერვისის მისაღებად:
- ინტრავენური მანიპულაციები-გადასხმა, მედიკამენტები დანიშნულებისამებრ;
- პოსტ-ქიმიოთერაპიული პაციენტების მომსახურება ბინაზე;
- სასუნთქი გზების სანაცია და ტრაქეოსტომის დამუშავება;
- პერიფერიული ვენისა და შარდის ბუშტის კათეტერიზაცია/შეცვლა;
- ნაზოგასტრალური ზონდირება ჩადგმა/შეცვლა;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- ელექტროკარდიოგრამის გადაღება/გაშიფვრა და კონსულტაცია;
- გრიპის, A და B ვირუსის ტესტირება, კონსულტაცია;
- COVID-19-ის (კორონავირუსი) ტესტირება სწრაფი ტესტითა და PCR მეთოდით;
- სამედიცინო კონსულტაცია;
- პაციენტის ტრანსპორტირება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საჰაერო თუ სახმელეთო გზით, ექიმი-რეანიმატოლოგების თანხლებით.
მოგეხსენებათ, დღეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კორონავირუსია; ბევრ ადამიანს სურს ჩაიტაროს ტესტი COVID-19-ზე.
თუ არ გსურთ რიგში დგომა, თავი გინდათ აარიდოთ როგორც ხალხმრავლობას, ისე ზედმეტ პროცედურებს, გერმანული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქართული ფილიალი გთავაზობთ კორონავირუსის დიაგნოსტირებას და მასთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს თქვენთვის სასურველ ადგილზე. აღნიშნული სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისის მასშტაბით და მის შემოგარენში.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com