რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვების ანთება?

რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვების ანთება?

რა არის პნევმონია (ფილტვების ანთება)?

ფილტვების ანთება, სამედიცინო ენაზე პნევმონია, წარმოადგენს ალვეოლისა და ტერმინალური სასუნთქი გზების ანთებას.

პნევმონიას იწვევს არაერთი მიკროორგანიზმი და მათ შორის ბაქტერია, სოკო, ვირუსი.

ფილტვების ანთებით შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ჩვილები და ბავშვები, 65 წელს გადაცილებულები, სხვადასხვა თანმხლევი დაავადების მქონე პაციენტები და ასევე სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები.

პნევმონია საყურადღებო პათოლოგიაა და ექიმთან დაგვიანებით მიმართვისა თუ თვითმკურნალობის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ჯანმრთელობის გაუარესების რისკი.

სიმპტომები

პნევმონიისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე; სიმპტომატიკის სიმძიმე დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ინფექციის გამომწვევ მიზეზზე (რომელი ბაქტერიითაა გამოწვეული ანთება).

მსუბუქი ფორმის დროს სიმპტომები გაციების ან გრიპის მსგავსია, თუმცა ფილტვების ანთების დროს ეს ნიშნები უფრო ხანგრძლივი დროით ვლინდება.

ფილტვების ანთების სიმპტომებია:

  • ხველების ან სუნთქვის დროს ტკივილი გულმკერდის არეში;
  • 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში დაბნეულობა ან მენტალური ცვლილებები;
  • ხველა, რომელმაც შესაძლოა წარმოქმნას ნახველი;
  • დაღლილობა;
  • სიცხე, ოფლიანობა, ციებ-ცხელების კანკალი;
  • 65 წელს გადაცილებულებსა და ასევე დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში ვლინდება ნორმალურთან შედარებით სხეულის დაბალი ტემპერატურა;
  • ღებინება, გულისრევა ან დიარეა;
  • სუნთქვის უკმარისობა.

ფილტვების ანთება ბავშვებში

ახალშობილებსა და ჩვილებში შესაძლოა არ გამოვლინდეს ინფექციისთვის დამახასიათებელი რომელიმე ნიშანი.

ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო ხშირია შემდეგი სიმპტომები:

  • ღებინება;
  • სიცხე და ხველა;
  • უენერგიობა, დაღლილობა ან მოუსვენრობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • პატარას უჭირს კვება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pneumonia/symptoms-causes/syc-20354204