ეს შეგრძნება ცხოვრებაში ერთხელ თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია.
რა არის ორთოსტატიკური ჰიპოტენზია?
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია (ასევე ცნობილია როგორც პოსტურალური ჰიპოტენზია) დაბალი არტერიული წნევის ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს თავბრუსხვევის შეგრძნება - პაციენტს ეხვევა თავბრუ წოლის ან ჯდომის შემდეგ ფეხზე ადგომის დროს.
ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის დროს შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა ან გულის წასვლა.
მდგომარეობა შესაძლოა იყოს მსუბუქი და ეპიზოდი გრძელდებოდეს მხოლოდ რამდენიმე წუთი. თუმცა თუ ამ შეგრძნებას ხანგრძლივი დროით უჩივით, დიდი ალბათობით ორგანიზმი სერიოზული მდგომარეობის შესახებ გაფრთხილებთ.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ხშირად ვლინდება.
როცა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია იშვიათად ვლინდება, მკურნალობაც გაცილებით მარტივია - ხშირად ეს შეგრძნება ისეთი მიზეზითაა გამოწვეული როგორიცაა დეჰიდრატაცია.
ქრონიკული ორთოსტატიკური ჰიპოტენზია უფრო მეტად საყურადღებოა - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია გამომწვევი მიზეზის სათანადო დიაგნოსტირება, მკურნალობა.
სიმპტომები
როგორც წესი, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- სისუსტე;
- გულის წასვლა, გონების დაკარგვა;
- დაბნეულობა;
- გულისრევის შეგრძნება.
გამომწვევი მიზეზი
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად:
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);
- გულის პრობლემები;
- ენდოკრინული პრობლემები;
- ნერვული სისტემის აშლილობა;
- კვების შემდგომი ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (უფრო ხშირია 65 წელს გადაცილებულ პირებში);
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ზოგიერთი დაავადება;
- გარემო, სადაც მაღალი ტემპერატურაა და სიცხის გამო მოსალოდნელია ჭარბი ოფლიანობა;
- როცა ადამიანს ჯანმრთელობის სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი ხნის განმავლობაში უწევს ლოგინში წოლა, შემდეგ კი ფეხზე დგება;
- ორსულობა;
- ალკოჰოლი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/orthostatic-hypotension/symptoms-causes/syc-20352548