რა იწვევს ვიტილიგოს?

რა იწვევს ვიტილიგოს?

რა არის ვიტილიგო?

ვიტილიგო დაავადებაა, რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით, რის შედეგადაც წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები, პიგმენტის არმქონე ლაქები.

დაავადების მთავარი სიმპტომია თეთრი, ბრტყელი ლაქები კანზე. ვიტილიგო შესაძლოა გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ არეზე.

ვიტილიგოს გამომწვევი მიზეზია იმ უჯრედების დაღუპვა ან უფუნქციობა, რომელიც მელანინს გამოიმუშავებს.

დაავადება ვლინდება ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანებში. იგი არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას და დაავადება არ არის გადამდები.

ვიტილიგო ჯერჯერობით განუკურნებელ მდგომარეობად ითვლება.

ვიტილიგოს სიმპტომებია:

  • კანის დეპიგმენტაცია, რომლის გამოც ვითარდება ღია ან თეთრი ლაქები. ძირითადად, ჩნდება ხელებზე, სახესა და სასქესო ორგანოზე;
  • თმის, წამწამების, წარბების ან წვერის ნაადრევი გათეთრება, ან გაჭაღარავება;
  • ლორწოვანი გარსის გაუფერულება.

ვიტილიგო შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად ჩნდება 30 წლამდე.

წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია; რთულია განსაზღვრო როგორ პროგრესირდება დაავადება.

ზოგჯერ ლაქები ყოველგვარი მკურნალობის გარეშე წყვეტს ფორმირებას. ბევრ კლინიკურ შემთხვევაში პიგმენტაცია ვრცელდება კანის დიდ არეზე. იშვიათად, კანს უბრუნდება ფერი.

გამომწვევი მიზეზი

ვიტილიგო ვითარდება მაშინ, როდესაც მელანინის წარმომქმნელი უჯრედები იღუპება ან წყვეტს მელანინის გამომუშავების პროცესს. მელანინი პიგმენტია, რომელიც კანს, თმასა და თვალებს შეფერილობას აძლევს.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

პიგმენტური უჯრედების დაღუპვის, ფუნქციონირების შეჩერების მიზეზი შესაძლოა იყოს ავტოიმუნური მდგომარეობა, ოჯახური ისტორია, სტრესი, კანის ტრავმა ან მწვავე დამწვრობა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vitiligo/symptoms-causes/syc-20355912