რა არის ტოქსიკური შოკის სინდრომი?
ტოქსიკური შოკის სინდრომი არის ზოგიერთი ტიპის ბაქტერიული ინფექციის სიცოცხლისთვის საშიში და იშვიათი გართულება.
უმეტესად ყალიბდება სტაფილოკოკური ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინების გამო, თუმცა ასევე შესაძლოა განვითარდეს სტრეპტოკოკის ბაქტერიის ტოქსინების გამოც.
ტოქსიკური შოკისგან არავინაა დაზღვეული და სიცოცხლისთვის საშიში გართულება გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. რისკ-ფაქტორს განეკუთვნება კანის ჭრილობა, ქირურგიული ოპერაცია, ტამპონების მოხმარება და სხვა.
სიმპტომები
ტოქსიკური შოკის სინდრომის სიმპტომებია:
- უეცრად განვითარებული მაღალი სიცხე;
- დაბალი არტერიული წნევა;
- ღებინება ან დიარეა;
- მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი;
- დაბნეულობა;
- კუნთების ტკივილი;
- სიწითლე თვალების, პირისა და ყელის არეში;
- გულყრა;
- თავის ტკივილი.
ტოქსიკური შოკის სინდრომის მართვა მხოლოდ ექიმს შეუძლია, შესაბამისად, პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზირებაა საჭირო.
მკურნალობა
კლინიკაში ინფექციის წყაროს შესაბამისად მედიკოსი დანიშნავს ანტიბიოტიკოთერაპიას.
დაბალი არტერიული წნევის დროს მოწოდებულია შესაბამისი ტიპის მედიკამენტი, ხოლო დეჰიდრატაციას სითხით მკურნალობენ.
ამასთან, სხვა სიმპტომების გამოვლენისას მკურნალობის კურსი უშუალოდ ამ სიმპტომატიკის შემსუბუქებას მოიცავს.
კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/toxic-shock-syndrome/diagnosis-treatment/drc-20355390