კონიუნქტივიტი - გადამდებია თუ არა ვარდისფერი თვალი?

კონიუნქტივიტი - გადამდებია თუ არა ვარდისფერი თვალი?

რა არის კონიუნქტივიტი?

კონიუნქტივიტი ცნობილია ვარდისფერი თვალის სახელწოდებითაც.

იგი წარმოადგენს კონიუნქტივას ინფექციას ან ანთებას. კონიუნქტივა არის თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომელიც ფარავს თვალის კაკლის თეთრ ნაწილს და შემოსაზღვრავს ქუთუთოს.

როდესაც კონიუნქტივას პატარა ზომის სისხლძარღვები ანთებითი ხდება, ვიზუალურად მათი დანახვა გაცილებით მარტივია. სწორედ ანთებითი პროცესიდან გამომდინარე იღებს თვალის თეთრი ნაწილი წითელ ან ვარდისფერ შეფერილობას.

ვარდისფერი თვალის ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, ალერგიული რეაქცია, ხოლო ბავშვებში უმეტესად არასრულად გახსნილი საცრემლე არხის გამოა განვითარებული.

რასაკვირველია, კონიუნქტივიტი იწვევს გაღიზიანებასა და დისკომფორტს, მაგრამ იშვიათად აზიანებს მხედველობას. მკურნალობის კურსით ვარდისფერი თვალით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაა შესაძლებელი.

კონიუნქტივიტი შესაძლოა იყოს გადამდები, შესაბამისად, პათოლოგიის გავრცელების პრევენციის ერთადერთი ეფექტური მეთოდი ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობაა.

სიმპტომები

კონიუნქტივიტის სიმპტომებია:

  • სიწითლე ერთ ან ორივე თვალში;
  • ქავილი ერთ ან ორივე თვალში;
  • ქვიშის შეგრძნება ერთ ან ორივე თვალში;
  • გამონადენი ერთი ან ორივე თვალიდან. ეს გამონადენი ღამით ფუფხს (ერთგვარი ქერქი) ქმნის და დილით პაციენტს თვალის გახელა უჭირს;
  • ცრემლდენა.

კონიუნქტივიტი შესაძლოა იყოს ვირუსული და ბაქტერიული, ალერგიული. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ვარდისფერი თვალი შესაძლოა გამოწვეული იყოს გაღიზიანებით (მაგალითად, ქიმიური ნივთიერება, უცხო სხეული და სხვა).

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pink-eye/symptoms-causes/syc-20376355