რა არის ბლეფარიტი?
ბლეფარიტი ქუთუთოს ანთებაა, რომელიც ხშირად ვრცელდება ორივე თვალზე.
პათოლოგიას, როგორც წესი, იწვევს წამწამების ძირში მდებარე პაწაწინა ცხიმოვანი ჯირკვლების საცობით დაბლოკვა - შედეგად ვლინდება გაღიზიანება, სიწითლე. ამასთან, ბლეფარიტი შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა დაავადებისა თუ მდგომარეობის გამოც.
ქუთუთოების ანთება ხშირად ქრონიკული ფორმისაა, შესაბამისად, მკურნალობა რთულია. ანთების გამო პაციენტი უჩივის დისკომფორტს, თუმცა მხედველობა არ ზიანდება და არც გადამდებია.
სიმპტომები
ქუთუთოების ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მწვავდება დილით.
ბლეფარიტის სიმპტომებია:
- თვალების აცრემლება;
- სიწითლე თვალის არეში;
- ქვიშის, წვის შეგრძნება თვალში;
- ქუთუთოს ცხიმიანობა;
- ქავილის შეგრძნება ქუთუთოს არეში;
- წითელი, შესიებული, შეშუპებული ქუთუთოები;
- თვალის გარშემო მდებარე კანის აქერცვლა;
- ფუფხი (თითქოს ქერქი) წამწამებზე;
- ქუთუთოების შეწებება;
- თვალის ხშირი დახამხამება;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ბუნდოვანი მხედველობა, რომელიც უმჯობესდება თვალების დახამხამების შემდეგ.
გამომწვევი მიზეზი
ბლეფარიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ქუთუთოების ანთება შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ მდგომარეობებთან:
- სებორეული დერმატიტი;
- ინფექცია;
- ქუთუთოზე მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლის დახშობა ან ფუნქციის დარღვევა;
- როზაცეა;
- ალერგია;
- წამწამის ტკიპა;
- თვალების სიმშრალე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/blepharitis/symptoms-causes/syc-20370141