ანალურ არეში ტკივილი ძალიან გავრცელებული ჩივილია.
ეს არის დისკომფორტი ანალური ხვრელის შიგნით ან გარშემო და სწორი ნაწლავის ტკივილი.
გამომწვევი მიზეზი რაოდენ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს, პაციენტი მაინც მწვავე ტკივილს გრძნობს და ამის მიზეზია ის, რომ პერიანალურ რეგიონში უამრავი ნერვული დაბოლოებაა.
ტკივილი არაერთი მდგომარეობითაა გამოწვეული და როგორც წესი, ტკივილს თან ახლავს რექტალური სისხლდენაც. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა სასიამოვნო სანახავი არ არის და დიდი ალბათობით პირი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, შეშინდება - მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დროულად მიმართეთ ექიმს.
დღეს ძალიან მარტივია ანალური ტკივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და შესაბამისად, მკურნალობა.
როდის მივმართოთ ექიმს?
პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდეგი სიმპტომების დროს:
- დიდი რაოდენობით რექტალური სისხლდენა ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, რომელიც არ ჩერდება და თან ახლავს თავბრუსხვევა, ან გონების კარგვა;
- ანალური ტკივილი, რომელიც ძლიერდება, ვრცელდება ან თან ახლავს სიცხე, კანკალი, გამონადენი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ტკივილი არ ყუჩდება თვითმკურნალობის მიუხედავად და ტკივილი გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.
რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს თუ ანალურ ტკივილთან ერთად შენიშნეთ ნებისმიერი სახის ცვლილება კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით ან გაქვთ რექტალური სისხლდენა.
40 წელს გადაცილებული პირებისთვის მოწოდებულია, რომ რექტალური სისხლდენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს - ამ რისკ-ჯგუფში ექიმის კონსულტაცია ერთგვარი საპროფილაქტიკო მეთოდია მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოსარიცხად.
ანალურ არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ანალური კიბო;
- ანალური ნაპრალი;
- ანალური სექსი;
- ანალური ქავილი;
- ყაბზობა;
- კრონის დაავადება;
- დიარეა;
- ბუასილი;
- პერიანალური აბსცესი;
- პერიანალური ჰემატომა;
- სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება;
- ტრავმა;
- წყლულოვანი კოლიტი და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/anal-pain/basics/definition/sym-20050918