რა იწვევს ფილტვის შეშუპებას?

რა იწვევს ფილტვის შეშუპებას?

ფილტვის შეშუპების დროს ფილტვებში ჭარბი რაოდენობით სითხე გროვდება.

ფილტვში დაგროვებული ზედმეტი სითხის გამო ადამიანს სუნთქვა უჭირს. როგორც წესი, ფილტვის შეშუპებას მართავენ ჟანგბადის მიწოდებითა და მედიკამენტებით.

სიმპტომატიკა მრავალფეროვანია - სიმპტომები ვლინდება ფილტვის შეშუპების ფორმის შესაბამისად.

მედიკოსები ერთმანეთისგან გამოყოფენ 3 ძირითად ფორმას და ესენია: ფილტვის მწვავე შეშუპება, ქრონიკული ტიპის და მაღალმთიანი გარემოს (როცა ადამიანი მოგზაურობს ან ვარჯიშობს მაღალმთიან რეგიონში) გამო განვითარებული შეშუპება.

მიუხედავად სიმპტომების მრავალფეროვნებისა, ფილტვის შეშუპების ნებისმიერი ფორმის დროს, ძირითადი ნიშანი სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელებაა.

გამომწვევი მიზეზი

როცა გამომწვევ მიზეზზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფილტვის შეშუპება დაჯგუფებულია 2 კატეგორიად და მიზეზი დამოკიდებულია იმაზე თუ კონკრეტულად სად დაიწყო პრობლემა.

მაგალითად, თუ ფილტვის შეშუპება გამოწვეულია გულის პრობლემით, საქმე გვაქვს კარდიოგენულ ფილტვის შეშუპებასთან. ყველაზე ხშირად ფილტვში სითხის დაგროვება გულის მდგომარეობითაა განპირობებული.

თუ სითხის დაგროვების გამომწვევი მიზეზი გულთან კავშირში არაა, პათოლოგია განიმარტება ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპების სახელწოდებით.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ორივე როგორც გულის პრობლემა, ისე მიზეზი, რომელსაც გულთან კავშირი არ აქვს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფილტვის შეშუპების გამომწვევი მიზეზია გულის პრობლემები. თუმცა ფილტვში სითხე შესაძლოა სხვა მიზეზითაც დაგროვდეს და ეს მიზეზებია: პნევმონია, ზოგიერთი ტოქსინი, ტრავმა (დაზიანება) გულმკერდის კედლის არეში, მედიკამენტი, მაღალმთიან რეგიონში ვარჯიში თუ მოგზაურობა.

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pulmonary-edema/symptoms-causes/syc-20377009