რამდენიმე რეკომენდაცია შარდის ბუშტის ინფექციის თავიდან ასარიდებლად

რამდენიმე რეკომენდაცია შარდის ბუშტის ინფექციის თავიდან ასარიდებლად

რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას?

საშარდე გზების ინფექცია ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერია ხვდება საშარდე სისტემაში (შარდის ბუშტში), მრავლდება და იწვევს ანთებას. ცისტიტი წარმოადგენს შარდის ბუშტის ანთებას და უმეტესად მისი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია.

ინფექციის გამო პაციენტი უჩივის ტკივილსა და გაღიზიანებას. სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, რადგან გართულება ახასიათებს - ინფექცია ვრცელდება თირკმელებში.

განმეორებითი შარდის ბუშტის ინფექციის გამოვლენისას ზოგჯერ ექიმები ნიშნავენ შემდეგს; რეკომენდებულია:

  • დალიეთ სითხე, განსაკუთრებით წყალი;
  • ხშირად მოშარდეთ. მოგეხსენებათ, შარდის ბუშტს რეგულარული დაცლა სჭირდება და სწორედ ამიტომ დაუშვებელია თავის შეკავება. საპირფარეშოს ყოველი საჭიროების დროს მიაკითხეთ;
  • ანალური არედან ბაქტერია ვაგინასა და შარდსაწვეთში რომ არ გავრცელდეს, კუჭის მოქმედების შემდეგ ფრთხილად მოწესრიგდით - ტუალეტის ქაღალდი გამოიყენეთ წინიდან უკანა მიმართულებით;
  • თუ თქვენი ორგანიზმი მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ უმჯობესია მიიღოთ შხაპი და არ ჩაწვეთ აბაზანაში;
  • მსუბუქად დაიბანეთ ვაგინისა და ანუსის გარშემო კანი. რჩევა არ გჭირდებათ და ისედაც იცით, რომ ინტიმურ ჰიგიენაზე ყოველდღიურად უნდა იზრუნოთ;
  • ინტიმური კავშირის შემდეგ მოშარდეთ;
  • გენიტალიურ არეში მოერიდეთ კოსმეტიკური ნაწარმის გამოყენებას. დეოდორანტს და სხვა მსგავს პროდუქციას შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის გაღიზიანება შეუძლია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cystitis/symptoms-causes/syc-20371306