ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა

ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა

რა უნდა იცოდეთ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფაღარათის შესახებ?

ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა წარმოადგენს ხშირ (თხიერი განავალი დღეში სამჯერ ან მეტჯერ) დეფეკაციას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ მიღებული მედიკამენტის (ანტიბიოტიკები) გამო.

როგორც წესი, ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და სპეციფიკურ სამედიცინო მკურნალობას არ საჭიროებს.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დიარეასგან გათავისუფლდებით. თუმცა შედარებით რთულად მიმდინარე კლინიკურ შემთხვევებში მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტა ან მედიკამენტის ჩანაცვლება.

ზუსტად არავინ იცის თუ რატომ ვლინდება ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა. მედიკოსები განმარტავენ, რომ ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ანტიბიოტიკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არღვევს ბალანსს კარგ და ცუდ ბაქტერიებს შორის.

გაითვალისწინეთ, თითქმის ყველა ანტიბიოტიკმა შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფაღარათისგან არავინაა დაცული, მაგრამ რისკ-ჯგუფში შედიან:

  • ადამიანები, რომელთაც წარსულში აწუხებდათ ფაღარათი ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ;
  • პირი, რომელიც დიდი ხანია ანტიბიოტიკებით მკურნალობს;
  • დანიშნული გაქვთ ერთზე მეტი ანტიბიოტიკი.

მსუბუქი ფორმა საშიში არაა, მაგრამ ხანგრძლივი ფაღარათის გამო მნიშვნელოვნად იზრდება გაუწყლოების რისკი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მწვავე დეჰიდრატაცია სიცოცხლისთვის საშიშია და სწორედ ამიტომ გაუწყლოების სიმპტომების გამოვლენისთანავე სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

პრევენცია

ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეას თავიდან არიდება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

  • არასდროს მიიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად, დაუშვებელია! იხელმძღვანელეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტით და დოზით;
  • ვიდრე ანტიბიოტიკს შეეხებით ხელები საპნით დაიბანეთ ან ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ - ეს ეხება როგორც პაციენტს, ისე პირს, რომელიც პაციენტზე ზრუნავს და წამალს აწვდის;
  • აუცილებლად უთხარით ექიმს თუ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა გამოვლინდა (ახლა ან  წარსულში).

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/antibiotic-associated-diarrhea/symptoms-causes/syc-20352231