პნევმონიტი - რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვის ქსოვილის ანთება?

პნევმონიტი - რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვის ქსოვილის ანთება?

რა არის პნევმონიტი?

პნევმონიტი არის ზოგადი ტერმინი, რომელიც ფილტვის ქსოვილის ანთებას აღნიშნავს. ტექნიკურად პნევმონია პნევმონიტის ერთ-ერთი ტიპია. ჩვეულებრივ, მედიკოსები პნევმონიტს უწოდებენ არაინფექციური მიზეზით გამოწვეულ ფილტვების ანთებას.

პნევმონიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი ჰაერში არსებული დაბინძურება, გამღიზიანებლებია. ასევე პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებას შესაძლოა ხელს უწყობდეს კიბოს მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი და რიგი მედიკამენტები.

დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ კლინიკაში, შესაბამისი კვლევების საფუძველზე. მკურნალობის მთავარი მიზანია გამღიზიანებლის მოცილება და ანთებითი პროცესის შემსუბუქება.

სიმპტომები

პნევმონიტის ყველაზე ხშირი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობაა, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს მშრალი ხველა.

არ გადადოთ ექიმის კონსულტაცია, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში პათოლოგია შესაძლოა გადაიქცეს ქრონიკულ პნევმონიტად, რისი საბოლოო შედეგიც ფილტვის ფიბროზია.

ცნობისათვის, ფილტვის ფიბროზი ფილტვის დაავადებაა, რომელიც ვითარდება ფილტვის ქსოვილის დაზიანებისა და დანაწიბურების გამო. შესქელებული და გამაგრებული ქსოვილის გამო ფილტვისათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს.

ქრონიკული პნევმონიტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის უკმარისობა;
  • ხველა;
  • დაღლილობა;
  • უმადობა;
  • უმიზეზოდ წონის კლება.

აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს თუ სუნთქვა გიჭირთ - მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზითაა ეს სიმპტომი განვითარებული.

პნევმონიტის მკურნალობა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფილტვი დაზიანდება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pneumonitis/symptoms-causes/syc-20352623