როგორ გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ღრმა ვენების თრომბოზი?

როგორ გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ღრმა ვენების თრომბოზი?

რას ნიშნავს ღრმა ვენების თრომბოზი?

ღრმა ვენების თრომბოზი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის (ძირითადად, ფეხებში) ღრმა ვენებში სისხლის შენადედი (თრომბი) ფორმირდება.

პათოლოგიის გამო პაციენტი უჩივის ფეხების ტკივილსა და შესიებას, თუმცა ზოგჯერ ღრმა ვენების თრომბოზი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა თან ერთვოდეს სხვა ისეთ დაავადებას, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე ან პათოლოგია განპირობებული იყოს წოლითი მდგომარეობით (მაგალითად, როცა ავარიის ან ქირურგიული ოპერაციის გამო პაციენტს ხანგრძლივი დროით ლოგინში წოლა უწევს).

გაითვალისწინეთ, ღრმა ვენების თრომბოზი სერიოზულიმდგომარეობაა და აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

სიმპტომები

პათოლოგიის დროს დაზიანებული ფეხი შესიებულია, იშვიათად ორივე ფეხი შეშუპებულია.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ღრმა ვენების თრომბოზი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

შესაძლოა პაციენტი ასევე უჩიოდეს ტკივილსადა კრუნჩხვებსქვედა კიდურებში, ფეხის კანი იყოს წითელი ან ფერშეცვლილი. დაზიანებულ ფეხში ჩნდება სითბოს შეგრძნება.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ შენიშნეთ ღრმა ვენების თრომბოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მიმართეთ ექიმს.

სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა საჭირო თუ განვითარდა ფილტვის ემბოლია. ფილტვის ემბოლია ღრმა ვენების თრომბოზის ყველაზე საყურადღებო და სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა.

ფილტვის ემბოლიის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • უცაბედი სუნთქვის უკმარისობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში ან დისკომფორტი, რომელიც მწვავდება ღრმად სუნთქვის დროს, ან ხველისას;
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლა;
  • აჩქარებული პულსი;
  • სისხლიანი ნახველი.

გამომწვევი მიზეზი

ღრმა ვენების თრომბოზის სისხლის შენადედი (თრომბი) შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერი იმ მიზეზით, რომლის გამოც ირღვევა სისხლის ნორმალურად მიმოქცევის ან შედედების პროცესი.

პათოლოგიის ჩამოყალიბების ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:

  • ტრავმა, დაზიანება;
  • ქირურგიული ოპერაცია;
  • სისხლის შედედების მემკვიდრული დარღვევა;
  • სხვადასხვა მიზეზის გამო ხანგრძლივი დროით უმოძრაობა, ლოგინში წოლა;
  • ორსულობა;
  • სიმსუქნე ან ჭარბწონიანობა;
  • თამბაქო;
  • კიბო;
  • გულის უკმარისობა;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება;
  • ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის ემბოლიის ოჯახური ანამნეზი;
  • ხანდაზმულობა (60 წელს გადაცილებული პირები) და სხვა.

წყარო: 

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/deep-vein-thrombosis/symptoms-causes/syc-20352557