წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას ფილტვის შეშუპების პრევენციისთვის.
ფილტვის შეშუპება წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ფილტვებში ჭარბი რაოდენობით სითხე გროვდება. სწორედ ზედმეტი სითხის გამო ადამიანს სუნთქვა უჭირს.
უეცრად განვითარებული ფილტვის შეშუპება (სამედიცინო ენაზე ფილტვის მწვავე შეშუპება) გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ფატალური შედეგი დგება, შესაბამისად, დაავადების მართვა უნდა დაიწყოს დროულად - ყოველი წუთი მნიშვნელოვანია!
პრევენცია
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფილტვის შეშუპებას იწვევს გულის პრობლემები, თუმცა პათოლოგიის ჩამოყალიბებაში შესაძლოა მონაწილეობდეს პნევმონია, ტოქსინები, ზოგიერთი მედიკამენტი, გულმკერდის არეში მიღებული ტრავმა და სხვა მიზეზები.
რასაკვირველია, ფილტვის შეშუპების პრევენციის 100%-იანი მეთოდი არ არსებობს, მაგრამ გარკვეული გზით რისკის მინიმუმამდე შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.
ფილტვის შეშუპების პრევენციისთვის აუცილებელია გულის ან ფილტვის დაავადებებისა თუ მდგომარეობების მართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.მაგალითად, გულის პრობლემების რისკის შემცირება შესაძლებელია ქოლესტერინისა და არტერიული წნევის კონტროლით.
გულის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია:
- მიირთვით ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი (თევზი,ცილა, უცხიმო რძის ნაწარმი, მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო პროდუქტები);
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა (სიმსუქნე ჯანმრთელობის პირველი მტერია);
- შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება;
- აკონტროლეთ (შეზღუდეთ) მარილისა და ალკოჰოლის რაოდენობა;
- მართეთ სტრესი, შეეცადეთ შეამციროთ სტრესი;
- ყოველთვის აკონტროლეთ ქოლესტერინის მაჩვენებელი;
- გაიზომეთ არტერიული წნევა;
- ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით ისეირნეთ. გახსოვდეთ, ფიზიკური აქტივობის დროს გული და ფილტვები კუნთებში დამატებით ჟანგბადს გზავნის. ვარჯიშის დროს ძლიერდება ფილტვები;
- სასურველია, მძიმე მწოლიარე პაციენტი ნახევრად წამომჯდარი იმყოფებოდეს საწოლში.შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიშები - პაციენტი კომფორტულ პოზაში მოათავსეთ, რადგან მარტივად, დისკომფორტის გარეშე შეძლოსსუნთქვადა შემცირდეს ქოშინი;
- სასუნთქი სისტემის სავარჯიშო ეფექტური მეთოდი ბუშტის გაბერვაა. როცა ბუშტს ბერავთ ფიზიკურად იტვირთება ნეკნთაშორისი კუნთები, ორგანიზმი ჟანგბადით მარაგდება, ძლიერდება რესპირატორული სისტემის კუნთები;
- ფილტვისთვის სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pulmonary-edema/symptoms-causes/syc-20377009