რა მიზეზით ჩნდება ტკივილი გულმკერდის არეში, რა იწვევს გულმკერდის ტკივილს?
გულმკერდის არეში აღმოცენებულ ტკივილს სხვადასხვა ფორმა აქვს და შესაძლოა იყოს როგორც ბასრი, მწვავე, ისე ყრუ.ზოგჯერ ადამიანს აქვს მოჭერის ან წვის შეგრძნება გულმკერდის არეში.ტკივილი შესაძლოა ვრცელდებოდეს კისერში, ყბაში, ზურგში, ერთ ან ორივე მკლავზე.
გულმკერდის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს. სიცოცხლისთვის საშიშია მდგომარეობა, როდესაც ტკივილის გამომწვევია გული ან ფილტვი.
გაითვალისწინეთ, გულმკერდის ტკივილი სერიოზული სიმპტომია და მედიკოსის გარეშე ზუსტი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება, შესაბამისად, მკურნალობა შეუძლებელია და სწორედ ამიტომ რეკომენდებულია გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, პათოლოგიის მართვა ანდეთ ექიმს!
სიმპტომები
როგორც უკვე მოგახსენეთ, გულმკერდის არეში განვითარებული დისკომფორტის მიზეზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პათოლოგია თუ მდგომარეობა და სავსებით შესაძლებელია სულაც არ იყოს გული კავშირში.
გულთან დაკავშირებული ტკივილი
თუ ტკივილს იწვევს ინფარქტი ან გულის სხვა პრობლემა პაციენტი შეიძლება უჩიოდეს შემდეგ სიმპტომებს:
- წნევა, სისავსის შეგრძნება, წვა თუ დაჭიმულობა გულმკერდის არეში;
- ბასრი, მწველი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ზურგში, კისერში, ყბაში, მხარში, ერთ ან ორივე მკლავში;
- ტკივილი, რომელიც რამდენიმე წუთით გრძელდება და ფიზიკური აქტივობის დროს მწვავდება, შემდეგ ქრება და ისევ ჩნდება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ცივი ოფლი;
- თავბრუსხვევა ან სისუსტე;
- გულისრევა ან ღებინება.
სხვა ტიპის გულმკერდის ტკივილი
თუ ექიმი არ ბრძანდებით გაგიჭირდებათ ერთმანეთისგან განასხვავოთ გულით გამოწვეული გულმკერდის ტკივილი და სხვა ტიპის გულმკერდის ტკივილი.
თუმცა გულმკერდის არეში განვითარებულ ტკივილს დიდი ალბათობით გულთან კავშირი არ აქვს თუ სახეზეა ეს სიმპტომები:
- მჟავე გემო ან შეგრძნება თითქოს პირის ღრუში საჭმელი ამოდის;
- ყლაპვის გაძნელება;
- ტკივილი, რომელიც მწვავდება ან მსუბუქდება სხეულის პოზის შეცვლის შესაბამისად;
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღრმად ჩასუნთქვისას ან ხველისას;
- გულმკერდთან შეხებისას დისკომფორტი;
- ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ გულძმარვის კლასიკური სიმპტომები (მტკივნეული, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან) შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც გულის, ისე კუჭის პრობლემებით.
გამომწვევი მიზეზები
გულმკერდის არეში ტკივილს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს და თითოეული საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- გულის შეტევა;
- ანგინა;
- აორტის განშრევება;
- პერიკარდიტი;
- გულძმარვა;
- ყლაპვის დარღვევა;
- ნაღვლის ბუშტის ან პანკრეასის პრობლემები;
- ნეკნების დისტროფია;
- კუნთების დაჭიმულობა;
- ნეკნის დაზიანება;
- პულმონარულიემბოლია;
- პლევრიტი;
- კოლაფსირებული ფილტვი;
- პულმონარული ჰიპერტენზია;
- პანიკური შეტევა;
- სირსველი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chest-pain/symptoms-causes/syc-20370838