ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება?

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი)ფილტვის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას, სუნთქვის დარღვევას.

ეს არის ფილტვის ქრონიკული, პროგრესირებადი დაზიანება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია, პარენქიმის დაზიანება, პულმონალურ სისხლძარღვებში პათოლოგიური ცვლილებები.

როგორც წესი, პათოლოგიის გამო პაციენტს უჭირს სუნთქვა, აწუხებს ხველა, ხრიალებს.

ფქოდის (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) გამო მნიშვნელოვნად იზრდება გულის დაავადების, ფილტვის კიბოსა და სხვა პათოლოგიების განვითარების რისკი.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ყველაზე ხშირი გამომწვევი მდგომარეობებია ემფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება პროგრესირებადი პათოლოგიაა - მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება. თუმცა შესაბამისი მკურნალობის კურსით სიმპტომების კონტროლი, დაავადების მართვა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა პათოლოგიების განვითარების რისკის მინიმუმამდე შემცირებაშესაძლებელია.

სიმპტომები

ხშირად ფქოდის სიმპტომები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ფილტვი მნიშვნელოვნად ზიანდება.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა (განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს);
  • ერთგვარი სტვენითი სუნთქვა, ხრიალი;
  • დაჭიმულობა გულმკერდის არეში;
  • ქრონიკული ხველა ნახველით;
  • ხშირი რესპირატორული ინფექციები;
  • ენერგიის ნაკლებობა;
  • უმიზეზოდ წონის კლება (გვიან სტადიაზე);
  • შეშუპება ქვედა კიდურებში.

გამომწვევი მიზეზი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მთავარი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. შეშისა და სხვა ბიოპროდუქტების წვის შედეგად განვითარებული ჰაერის დაბინძურებაასევე ითვლება ფქოდის რისკ-ფაქტორად მრავალ ქვეყანაში; როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს დიაგნოზი ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც საწვავის გამონაბოლქვს (საჭმლის მოსამზადებლად ან გასათბობად განკუთვნილი) სუნთქავენ ცუდად განიავებულ სახლებში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/copd/symptoms-causes/syc-20353679