უიპლის დაავადება

უიპლის დაავადება

რა არის უიპლის დაავადება?

უიპლის დაავადება იშვიათი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც სახსრებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს.

დაავადების გამო ირღვევა საჭმლის მონელების ნორმალური პროცესი (ცხიმისა და ნახშირწყლების დამუშავების, საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარი). დაავადება ასევე ვნებს სხვა ორგანოებსაც, მაგალითად, ტვინს, გულსა და თვალებს.

საჭიროა მკურნალობა, რადგან დაავადება სერიოზულია და არანამკურნალებელ შემთხვევაში შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. დაავადების მართვისთვის მოწოდებულია ანტიბიოტიკები.

უიპლის დაავადებას იწვევს ბაქტერიის ტიპი სახელწოდებით Tropheryma Whipplei. სამწუხაროდ, მეცნიერებმა ამ ბაქტერიის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დაავადების ჩამოყალიბებაში აგრეთვე გარკვეულ როლს თამაშობს იმუნური სისტემის გენეტიკური მუტაცია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, უიპლის დაავადება ძალიან იშვიათია - ამ ინფექციით ყოველ მილიონ ადამიანში მხოლოდ ერთი პირი ავადობს.

სიმპტომები

ეს არის ის გავრცელებული სიმპტომები, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების დროს ვლინდება:

  • დიარეა;
  • მუცლის ტკივილი და სპაზმი, კრუნჩხვა, რომელიც მწვავდება საკვების მიღების შემდეგ;
  • წონის კლება.

სხვა გავრცელებული, ხშირი სიმპტომებია:

  • სახსრების ანთება;
  • დაღლილობა;
  • სისუსტე;
  • ანემია.

იშვიათი სიმპტომები

იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში უიპლის დაავადების დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • სიცხე;
  • ხველება;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • კანის გამუქება;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ელენთის გადიდება.

შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნევროლოგიური ნიშნები და სიმპტომები:

  • სიარულის გაძნელება;
  • თვალის მოძრაობის კონტროლის დაქვეითება, მხედველობის გაუარესება;
  • დაბნეულობა;
  • მეხსიერების დაკარგვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/whipples-disease/symptoms-causes/syc-20378946