რა არის სლივ-გასტრექტომია?
სლივ-გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექცია, ანუ ამოკვეთაა. ოპერაციის დროს კუჭის მოკვეთილ ნაწილთან ერთად იჭრება ის უბანიც, სადაც შიმშილის რეცეპტორებია განლაგებული.
სლივ-გასტრექტომიის შედეგად კუჭის მოცულობა მცირდება, დანაყრების შეგრძნება მალე დგება და შესაბამისად, პაციენტიც ცოტას მიირთმევს.
სლივ გასტრექტომია ტარდება ლაპაროსკოპიული (პროცედურა საზოგადოებაში გავრცელებულია უსისხლო ოპერაციის სახელწოდებით) მეთოდით.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ბევრი უპირატესობით გამოირჩევა, კერძოდ, ნაკლებტრავმულია, რეაბილიტაციის პერიოდი სწრაფი და მარტივი, ხანმოკლე და მსუბუქია, წოლით რეჟიმს და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ნაკერი გაცილებით ადვილად ხორცდება.
რა შემთხვევაში ინიშნება სლივ-გასტრექტომია?
სლივ-გასტრექტომია მხოლოდ წონის კორექციისთვისარ არის მოწოდებული, არამედ სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესისთვისაც.
მოგეხსენებათ, ჭარბი წონის გამო მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი, რაც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს.
ჭარბ წონასთან ბრძოლის პროცესში ქირურგიული ოპერაციის საჭიროება დგება იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის სხეულის მასის ინდექსი აღემატება 35-40კგ/მ2 და ამავდროულად სახეზეა მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული პათოლოგიები.
სლივ-გასტრექტომიის მეშვეობით პაციენტი იკლებს ჭარბ წონას და ამასთან, მნიშვნელოვნად მცირდება სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო ისეთი პათოლოგიების (ჭარბი წონით გამოწვეული) რისკი როგორიცაა:
- გულის დაავადება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტერინი;
- ძილის ობსტრუქციული აპნოე;
- დიაბეტი ტიპი 2;
- ინსულტი;
- სიმსივნე;
- უნაყოფობა და სხვა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სლივ-გასტრექტომიის შედეგად სავსებით შესაძლებელია პაციენტმა ჭარბი წონის 60% და მეტი დაიკლოს.
ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი, ფიზიკური აქტივობის დონე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/sleeve-gastrectomy/about/pac-20385183