ჰიპოფიზის სიმსივნე

ჰიპოფიზის სიმსივნე

რა უნდა იცოდეთ ჰიპოფიზის სიმსივნეების შესახებ?

ჰიპოფიზის სიმსივნეები წარმოადგენს ჰიპოფიზის ჯირკვალში განვითარებულ პათოლოგიურ წანაზარდებს.

ჰიპოფიზის ზოგიერთი სიმსივნის შედეგია ზედმეტად ბევრი ჰორმონი. ზოგიერთი ჰიპოფიზის სიმსივნის გამო კი ჰიპოფიზის ჯირკვალი მცირე რაოდენობით ჰორმონს გამოიმუშავებს.

უმეტესად კანცეროგენური არაა და კეთილთვისებიან ადენომას წარმოადგენს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ადენომა ლოკალიზებულია ჰიპოფიზის ჯირკვალში ან გარშემო მდებარე ქსოვილებში და ორგანიზმის სხვა არეში არ ვრცელდება.

მკურნალობის კურსი მრავალფეროვანია და შესაძლოა მოიცავდეს როგორც სიმსივნის ამოკვეთას, ისე ზრდის მონიტორინგს თუ ჰორმონების დონის მედიკამენტებით მართვას.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დაკვირვებაც კი გირჩიოთ.

რა არის ჰიპოფიზის ჯირკვალი?

იგი მცირე ზომის, ლობიოს ფორმის ჯირკვალია, რომელიც ტვინის ფუძესთან (დაახლოებით ცხვირის ღრუს უკან და ყურებს შორის მონაკვეთში) მდებარეობს.

მცირე ზომის მიუხედავად ეს ჯირკვალი ორგანიზმის თითქმის ყველა ნაწილს აკონტროლებს. მის მიერ გამომუშავებული ჰორმონები არეგულირებენ ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს როგორიცაა ზრდა, სისხლის წნევა, რეპროდუქცია და სხვა.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოფიზის ჯირკვალში უჯრედების უკონტროლო ზრდის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია.

ჰიპოფიზის სიმსივნეების მხოლოდ მცირე პროცენტია ოჯახური ანამნეზის მატარებელი, მაგრამ უმეტესობას არ აქვს თვალსაჩინო, მკაფიო მემკვიდრული ფაქტორი. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ გენეტიკური ცვლილება თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჰიპოფიზის სიმსივნის ჩამოყალიბების პროცესში.

გართულებული კლინიკური შემთხვევები

ჩვეულებრივ, ჰიპოფიზის სიმსივნე არ იზრდება ან ვრცელდება სხეულის სხვა მიდამოში, თუმცა ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, მაგალითად, შეიძლება განვითარდეს მუდმივი ჰორმონული დეფიციტი ან პაციენტმა დაკარგოს მხედველობა.

ამასთან, იშვიათ, მაგრამ პოტენციურად საშიშ, სერიოზულ გართულებად ითვლება ჰიპოფიზის აპოპლექსია (როცა მოულოდნელად, უეცრადსისხლდენა ყალიბდება).

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pituitary-tumors/symptoms-causes/syc-20350548