ღია არტერიული სადინარი

ღია არტერიული სადინარი

რას ნიშნავს ღია არტერიული სადინარი?

ღია არტერიული სადინარი წარმოადგენს კავშირს გულიდან გამომავალ ორ დიდ სისხლძარღვს შორის. ღია არტერიული სადინარი ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური კომპონენტია, რომელიც ჩვილის დაბადების შემდეგ იხურება.

თუ ღია არტერიული სადინარი მცირე დიამეტრისაა, მკურნალობის საჭიროება არ დგება, თუმცა დიდი ზომის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი პრობლემები როგორიცაა გულის კუნთის შესუსტება, გულის უკმარისობა, გულის ინფექცია, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და სხვა.

მკურნალობის მეთოდი მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, მონიტორინგს, გულის კათეტერიზაციას ან ქირურგიულ ჩარევას.

დიდი ზომის ღია სადინარმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის გამოც ზრდაში ჩამორჩენის რისკი იზრდება;
  • ტირილის ან კვების დროს ოფლიანობა;
  • სწრაფი სუნთქვა ან სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი;
  • ადვილად დაღლა;
  • სწრაფი გულისცემა.

როდის მივმართოთ ექიმს?

დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვი უჩივის შემდეგს:

  • თამაშის ან კვების დროს ადვილად იღლება;
  • არ იმატებს რეკომენდებულ წონას;
  • ტირილის ან ჭამის დროს არ ჰყოფნის სუნთქვა, ეწყება სუნთქვის უკმარისობა;
  • ყოველთვის სწრაფად სუნთქავს ან ჰაერი არ ჰყოფნის.

გულის თანდაყოლილი დაავადებები გულის განვითარების ადრეული პრობლემებითაა გამოწვეული, თუმცა ხშირად ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეცნიერთა აზრით, პათოლოგიის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/patent-ductus-arteriosus/symptoms-causes/syc-20376145