რა სიმპტომებით ვლინდება მენჯის ანთებითი დაავადება?

რა სიმპტომებით ვლინდება მენჯის ანთებითი დაავადება?

რა არის მენჯის ანთებითი დაავადება?

მენჯის ანთებითი დაავადება ქალის რეპროდუქციული ორგანოს ინფექციაა, რომელსაც უმეტესად იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერია.

ზოგიერთი ქალბატონი არ უჩივის სიმპტომებს. როგორც წესი, ქალები დაავადების შესახებ იგებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც დაორსულების პრობლემის წინაშე დგებიან ან მენჯის ქრონიკული ტკივილი აწუხებთ.

სიმპტომები

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და მენჯის არეში;
  • პათოლოგიური ან ძლიერი ვაგინალური გამონადენი, რომელსაც თან ახლავს უსიამოვნო სუნი;
  • პათოლოგიური სისხლდენა და განსაკუთრებით სქესობრივი კავშირის დროს ან შემდეგ, ან მენსტრუალურ ციკლს შორის;
  • ტკივილი სექსის დროს;
  • სიცხე, ზოგჯერ კანკალით;
  • მტკივნეული, ხშირი ან გართულებული შარდვა.

გამომწვევი მიზეზი

მენჯის ანთებით დაავადებას სხვადასხვა ტიპის ბაქტერია იწვევს, მაგრამ ყველაზე ხშირი გამომწვევი ინფექციებია გონორეა ან ქლამიდია.

როგორც წესი, ბაქტერია ვრცელდება, გადადის დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს.

იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში ბაქტერია ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში აღწევს ნებისმიერ დროს, როდესაც ნორმალური ბარიერი, რომელსაც საშვილოსნოს ყელი ქმნის, ირღვევა, მაგალითად: მენსტრუაციის დროს და მშობიარობის შემდეგ, მუცლის მოშლის თუ აბორტის დროს.

იშვიათად, მაგრამ ბაქტერიამ შეიძლება შეაღწიოს საშვილოსნოსშიდა მოწყობილობების ჩადგმის შედეგად.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • 25 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც სექსუალურად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს;
  • ბევრი პარტნიორი;
  • დაუცველი სქესობრივი კავშირი;
  • რეგულარული გამორეცხვა;
  • მენჯის ანთებითი დაავადების ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ისტორია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pelvic-inflammatory-disease/symptoms-causes/syc-20352594