რა არის ხალი?
ხალი კანზე არსებული გროვაა. როგორც წესი, ვიზუალურად არის პატარა, აქვს მუქი ყავისფერი შეფერილობა - ხალს იწვევს პიგმენტური უჯრედების დაგროვება. ძირითადად, ბავშვობის და მოზარდობის ასაკში ჩნდება.
დროთა განმავლობაში ხალი შეიძლება გაქრეს ან ფორმა შეეცვალოს.
ხალების უმეტესობა უვნებელია, თუმცა იშვიათ შემთხვევაში მოსალოდნელია სიმსივნური გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში დაკვირვება და გაფრთხილება აუცილებელია!
სამედიცინო ენაზე ხალს ნევუსს უწოდებენ.
ხალი სხეულის ნებისმიერ არეში ჩნდება, მაგალითად, სკალპზე, იღლიაში, ფრჩხილქვეშ, თითებს შორის და სხვა.
უჩვეულო ხალი, რომელიც შესაძლოა მელანომაზე მიგვანიშნებდეს
როგორც უკვე მოგახსენეთ, ხალების უმეტესობა უვნებელია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის უფრო მეტია, ვიდრე კანზე არსებული ყავისფერი წერტილი. ხალი შესაძლოა მელანომასთან ან კანის კიბოს სხვა ტიპთან იყოს ასოცირებული.
საყურადღებოა:
- ასიმეტრიული ფორმა. როცა ხალის ერთი ფორმა მეორე ნახევრისგან განსხვავებულია;
- საზღვარი. ხალს აქვს არარეგულარული, დაკბილული ან ჩაღრმავებული კიდეები, საზღვრები;
- ფერი. ხალმა ფერი შეიცვალა, აქვს ბევრი ფერი ან არათანაბარი შეფერილობა;
- დიამეტრი. თუ ხალი 6 მილიმეტრზე დიდია;
- ცვლილებები. ხალის ზომის, ფორმის ან ფერის ცვლილება საყურადღებოა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ხალი ან მისი ნაწილი გაშავდა.
ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა
ხალების უმეტესობას მკურნალობა არ სჭირდება.
თუ ხალი სიმსივნურია, ექიმი დანიშნავს ქირურგიულ პროცედურას.
შესაძლოა ხალი გქონდეთ ისეთ ადგილზე, რომელიც ხშირად ღიზიანდება (ან არსებობს გაღიზიანების რისკი) პარსვის გამო და მოცილება გადაწყვიტოთ. მსგავს შემთხვევებში ხალის მოშორების პროცედურა ამბულატორიულ რეჟიმში ტარდება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/moles/symptoms-causes/syc-20375200