რა არის პირის სიმშრალე?

რა არის პირის სიმშრალე?

რა იწვევს პირის სიმშრალეს?

პირის სიმშრალე (ქსეროსტომია) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სანერწყვე ჯირკვლები ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ნერწყვს, შესაბამისად, პირის ღრუ გამომშრალი რჩება.

ხშირად პირის სიმშრალის მიზეზია პაციენტის ასაკი (როგორც წესი, ხშირია ხანდაზმულებში) ან ქსეროსტომია სავსებით შესაძლებელია ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი იყოს. პირის სიმშრალეს ზოგჯერ უჩივიან ონკოლოგიური პაციენტები სხივური თერაპიის პროცედურის შემდეგ. უცნაურია, რომ მხოლოდ ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებშია დამნაშავე უშუალოდ სანერწყვე ჯირკვალი.

რა დანიშნულება აქვს ნერწყვს?

ნერწყვი იცავს კბილს ლპობისგან, პირის ღრუში ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, რეცხავს საკვების ნარჩენებს.

ნერწყვი აძლიერებს გემოს აღქმის უნარს და ამარტივებს ყლაპვის პროცესს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნერწყვის ფერმენტები მონელებას უწყობს ხელს.

სიმპტომები

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • სიმშრალე პირის ღრუში;
  • შესქელებული და ბლანტი ნერწყვი;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • ყლაპვის, ღეჭვის ან მეტყველების გაძნელება;
  • ენის სიმშრალე;
  • გემოს ცვლილება;
  • პროთეზის ტარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მკურნალობა

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, მაგალითად, თუ პირის სიმშრალის მიზეზია მედიკამენტი, მკურნალი ექიმი მას სხვა წამლით ჩაანაცვლებს.

შესაძლოა საჭირო გახდეს პირის ღრუს დატენიანება (ხელოვნური ნერწყვი, პირის ღრუს სავლები და სხვა).

თუ პირის ღრუს სიმშრალე მწვავე ფორმითაა გამოხატული, პაციენტმა ექიმის დანიშნულებისამებრ უნდა მიიღოს ნერწყვის გამომყოფი მედიკამენტი (მედიკამენტი, რომელიც ხელს უწყობს ნერწყვის წარმოქმნას).

მწვავე კლინიკურ შემთხვევაში სტომატოლოგი ნიშნავს სხვადასხვა მეთოდს კბილების დაზიანების პრევენციის მიზნით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dry-mouth/symptoms-causes/syc-20356048