ფეხის თითის მოტეხილობა ხშირი ტრავმული დაზიანებაა.
როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფეხის თითის მოტეხილობა გამოწვეულია ფეხზე რაიმე საგნის დაცემით ან თითის მყარ საგანზე მირტყმის შედეგად.
მოგეხსენებათ, მოტეხილი ძვლის მოშუშების ყველაზე ეფექტური მეთოდი იმობილიზაციაა.
ტკივილის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ტკივილგამაყუჩებელს. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ოპერაციაც.
ფეხის თითის მოტეხილობა, ჩვეულებრივ, 4-დან 6 კვირის ვადაში ხორცდება.
ფეხის თითის მოტეხილობის სიმპტომებია:
- ტკივილი;
- შეშუპება;
- ფერის ცვლილება.
გართულებული შემთხვევა
თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, შესაძლოა გამოვლინდეს:
- ინფექცია;
- ოსტეოართრიტი.
დაუშვებელია თვითმკურნალობა და განსაკუთრებით თუ მოტეხილობა ტრავმითაა გამოწვეული!
აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს თუ რამდენიმე დღის შემდეგაც კი არ ალაგდა ტკივილი, შესიება და ფეხის თითმა შეფერილობა შეიცვალა.
სასწრაფოდ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ ტრავმის გამო გიჭირთ ნორმალურად გადაადგილება ან ტკივილის გამო ვერ იცმევთ ფეხსაცმელს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/broken-toe/symptoms-causes/syc-20370463