რა არის დიზურია?
დიზურია არის მტკივნეული შარდვა, ტკივილის ან წვის შეგრძნება მოშარდვის დროს.
დისკომფორტი განსაკუთრებით იგრძნობა შარდსაწვეთის ან გენიტალიების არეში.
გამომწვევი მიზეზები
მტკივნეული შარდვის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია. ქალებში ამ დისკომფორტს ყველაზე ხშირად იწვევს საშარდე გზების ინფექცია, ხოლო მამაკაცებში ურეთრიტი და პროსტატის ზოგიერთი პათოლოგია.
დიზურიას შესაძლოა იწვევდეს:
- შარდის ბუშტის კენჭები;
- ქლამიდია;
- ცისტიტი;
- იყოს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- გენიტალური ჰერპესი;
- გონორეა;
- თირკმლის ინფექცია;
- თირკმლის კენჭები;
- პროსტატიტი;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
- საპონი და სხვა პირადი მოვლის საშუალებები;
- შარდსადენის სტრიქტურა;
- ურეთრიტი;
- საშარდე გზების ინფექცია;
- ვაგინიტი;
- სოკოვანი ინფექცია (ვაგინალური).
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
- მტკივნეულმა შარდვამ მიიღო ხანგრძლივი სახე;
- პენისიდან ან ვაგინადან გაქვთ გამონადენი;
- შარდი შეიცავს სისხლს, აქვს უსიამოვნო სუნი ან ამღვრეულია;
- გაქვთ სიცხე;
- გაწუხებთ ზურგის ან გვერდის ტკივილი;
- ხართ ორსულად და გრძნობთ ტკივილს შარდვის დროს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/painful-urination/basics/definition/sym-20050772