სხეულზე კანი იქერცლება მაშინ, როდესაც კანის ზედა შრე (ეპიდერმისი) ზიანდება.
კანის აქერცვლის მიზეზი შესაძლოა იყოს პირდაპირი დაზიანება (მაგალითად, მზის დამწვრობა ან ინფექცია) ან ეს მდგომარეობა შესაძლებელია წარმოადგენდეს იმუნური სისტემის დარღვევის თუ რომელიმე სხვა დაავადების სიმპტომს.
კანის აქერცვლასთან ერთად ვლინდება კანის გაღიზიანებისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნები როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სიმშრალე.
გამომწვევი მიზეზი
კანზე რეგულარულად ზემოქმედებს გარემო ელემენტები, რომელიც აღიზიანებს და ვნებს მას, მაგალითად: მზე, ქარი, სიცხე, სიმშრალე, ნესტი. მუდმივმა გაღიზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა. ზოგჯერ კი კანის გაღიზიანება რომელიმე პათოლოგიის სიმპტომია.
კანის აქერცვლას შესაძლოა იწვევდეს:
- ალერგიული რეაქცია;
- ინფექცია;
- იმუნური სისტემის დარღვევა;
- გენეტიკური დაავადებები;
- ათლეტის ტერფი;
- ეგზემა;
- კონტაქტური დერმატიტი;
- კანის სიმშრალე;
- კავასაკის დაავადება;
- ჰიპერჰიდროზი;
- არაჰოჯკინის ლიმფომა;
- პემფიგუსი;
- ფსორიაზი;
- მკრეჭელი ლიქენი;
- ქუნთრუშა;
- სებორეული დერმატიტი;
- სტაფილოკოკური ინფექციები;
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
- მზის დამწვრობა;
- ტოქსიკური შოკის სინდრომი.
როდის მივმართოთ ექიმს?
კანი, რომელიც აქერცლილია მსუბუქი მზის დამწვრობის თუ გამოშრობის გამო, არ საჭიროებს ექიმის კონსულტაციას და უმეტესად თვითმკურნალობას (აფთიაქში ნაყიდი სპეციალური ლოსიონი) ეფექტურად ექვემდებარება.
თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეჭვობთ, რომ კანი გაღიზიანებულია რომელიმე სხვა მდგომარეობის გამო და სიმპტომატიკა საკმაოდ მწვავეა, არ დაიწყოთ თვითმკურნალობა და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/peeling-skin/basics/definition/sym-20050672